თვე: სექტემბერი 2022

Home 2022 სექტემბერი
სოლერს კი ვალენსიაში უნდოდა დარჩენა
ჩანაწერი

სოლერს კი ვალენსიაში უნდოდა დარჩენა

ბოლო წლებში „ვალენსიადან” კონფლიქტით არავინ წასულა და მართალია იმასთან შედარებით რაც სხვა კლუბებში ხდება კარლოს სოლერის „პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება მოსატანი არ არის, მასზე ორიოდ სიტყვით მაინც ღირს შეჩერება. სოლერი თხემით ტერფამდე ვალენსიელია. ის ბავშვობიდან „ღამურაა”, დაახლოებით ხუთი წლის წინ კი დიდ გუნდში აიყვანეს და მის მნიშვნელოვან წევრად ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს, ზედ სატრანსფერო ბაზრის...

ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ
ჩანაწერი

ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ

„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ. შეგახსენებთ,...

როგორ უნდა დაიცვას თავი ტორინომ ნაპოლისგან?
ჩანაწერი

როგორ უნდა დაიცვას თავი ტორინომ ნაპოლისგან?

შაბათს, 1 ოქტომბერს, 17 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” მასპინძლობს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად ოთხჯერ ითამაშა და ოთხივეჯერ გოლი გაუშვა. მას „მონცამ” და ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემაც” გაუტანა, თუმც ეს შეხვედრები ტურინელების გამარჯვებით დასრულდა. სულ „ტორინომ” 7 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, ოღონდ მათგან 3 ერთ მატჩში, ბერგამოში „ატალანტასთან”. გუნდის ხორვატი მწვრთნელი, 47 წლის ივან იურიჩი განსაკუთრებული...

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
ჩანაწერი

საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში

საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია...

ბოლო არ ჩანს…
ჩანაწერი

ბოლო არ ჩანს…

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და არავინ იცის, ამის ბოლო როდის იქნება. ჩვენებური ისევ პირველი წრიდან გავარდა – ამჯერად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე. ჩვენიანი 38 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა. პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მერვე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა, 5:3 დაწინაურდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა....

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში
ჩანაწერი

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-2023 წლების ჯგუფური ეტაპი დაასრულა, ჩვენი ნაკრები ჯგუფის გამარჯვებული გახდა და მომავალ გათამაშებაში B ლიგაში დაწინაურდა. ამას გარდა ერთა ლიგის ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და 2024 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატზე მოსახევდრად იბრძოლებს. გთავაზობთ ნაკრების ფეხბურთელების სტატისტიკას, რომელიც UEFA.COM-ზე გამოქვეყნდა.   საერთო სტატიტიკა თამაში 6 მოგება 5, ფრე 1, წაგება 0...

საბერძნეთმა საქართველოში ყაზახეთი გამოუშვა
ჩანაწერი

საბერძნეთმა საქართველოში ყაზახეთი გამოუშვა

ჩრდილო ირლანდიელ ჯონი ევანსი ნაკრებში მე-100 თამაშს ატარებდა, მაგრამ ზეიმი არ გამოუვიდა. ევანსს და მის თანაგუნდელებს საბერძნეთმა მოუგო 3:1. ამ შეხვედრის ანგარიშს ინტერესით ველოდით საქართველოში, რადგან მასზე იყო დამოკიდებული თუ ვინ შეგვხვდებოდა ერთა ლიგის ფორმატით ევრო 2024-ის შესარჩევის ნახევარფინალში. გაირკვა, რომ 2024 წლის მარტში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი — თურქეთს, გამარჯვებულები კი ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს....

ვინ რამდენით გაძვირდა სერია A-ში
ჩანაწერი

ვინ რამდენით გაძვირდა სერია A-ში

საიტმა Transfermarket.it გამოაქვეყნა სერია A-ში მოთამაშე იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ახალ სეზონში ყველაზე მეტად გაძვირდა. გთავაზობთ 16 მათგანის ფასსა და ნამატს. მრიო ჯილა (ლაციო, ესპანეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი): ფასი 3 მილიონი ევრო (ნამატი +2,5 მილიონი ევრო) ფაბიანო პარისი (ემპოლი, იტალია; 21 წლის; მარცხენა მცველი): 7 (+2,5) იაკუბ კივიორი (სპეცია, პოლონეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი):...

2 გოლი, 3 წაგება, ბოლო ადგილი
ჩანაწერი

2 გოლი, 3 წაგება, ბოლო ადგილი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო, ტურნირზე მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში 12 მიიღო და ბოლო ადგილზე გავიდა. შეგახსენეთ, რომ მანამდე ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა 1:3 წააგეს დანიასთან, 0:6 ინგლისთან. მონტენეგრო-საქართველო     3:1 1:0 პავიჩევიჩი (43), 1:1 ცხოვრებაშვილი (54), 2:1 ჯუკანოვიჩი (73), 3:1 ჯუკანოვიჩი (77) საქართველო: მაქაცარია, გოგნაძე (83. კალანდაძე), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე (78....

ხვიჩა – 35 000 000!
ჩანაწერი

ხვიჩა – 35 000 000!

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გაზარდა – ასეთი შეფასება აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. კვარაცხელიას გარდა, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილის ფასიც გაახლდა და ახლა უკვე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. სხვა ქართველი ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ფასი (მლნ ევრო) ასეთია: საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი –...