19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.ის ისტორიაში, კლასიფიკაციის სათავეში მოქცეული ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია. US OPEN-ის ერთეულთა თანრიგის ფინალში ალკარასმა 6:4 2:6 7:6 6:3 სძლია კასპერ რუუდს და „დიდი მუზარადის“ პირველი ტურნირი მოიგო. მატჩი 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა პირველ სეტის მეცხრე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და მერე იოლად მოიგო. მეორე...
დედოფლის ნეშტი შოტლანდიას სწორედ სამშაბათ საღამოს დატოვებს
ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც სამშაბათს, 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება. მიზეზი: გლაზგოში პოლიცია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაკავებულია, ხალხი არ ჰყოფნის. უეფასთან შეთანხმებით დადგინდა, რომ მატჩს არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები. სამართლიანობის დასაცავად ნეაპოლში, საპასუხო მატჩს არ დაესწრებიან შოტლანდიელები. „რეინჯერსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბს...
დიდი მატჩის ორი დანაკლისი
კვირას, „სან სიროზე”, იტალიის ჩემპიონი „მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს დიდი მატჩი, რომელშიც მასპინძელთაგან რაფაელ ლეაო, ხოლო სტუმართაგან ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდება. მილანელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ლეაოს იმიტომ მოისაკლისებს, რომ პორტუგალიელმა „სამპდორიასთან” შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი...
ინსინიეს ოჯახური პრობლემები
ლორენცო ინსინიე 31 წლის იტალიელი გარემარბია, რომელიც MLS-ში, კერძოდ „ტორონტოში” თამაშობს. გარდა იმისა, რომ ინსინიე ევროპის 2020 წლის ჩემპიონია, ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაც არის ცნობილი, რომ „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია მის შემცვლელად მიიყვანა და ვინაიდან კვარაცხელიას სერია A-ში საუცხოო სტარტი აქვს მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ინსინიეს პრობლემები აქვს. „ოჯახური მდგომარების” გამო მან რამდენიმე დღის წინ...
დამთხვევა თუ ჯადო?
ხომ გახსოვთ, არცთუ მრავალი წლის წინ აფრიკაში თუ სადღაც უფრო შორს, შამანები, ქურუმები და მსგავსი ტიპები მეტოქე გუნდის მწვრთნელებზე თუ ფეხბურთელებზე რაღაცებს შამანობდნენ, ჯადოქრობდნენ და ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ თავისი სათაყვანებელი გუნდის დასახმარებლად. ანდა აფრიკა და პაპუასები რად გვინდა – ქართულ საფეხბურთო რეალობაშიც იყო მსხვერპლშეწირვის მომენტი, თან ზედ სტადიონის საფეხბურთო კარის ქვეშ… ჰოდა, რად დაგვჭირდა ეს...
შავმა ლომმა ბათუმით დაიწყო
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა თავისი არსებობის მეორე წელიწადი „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მატჩით დაიწყო, რომელიც ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართა. „შავმა ლომმა“ თავისი მაღალი რენომე დაადასტურა და ტურნირის ახალბედა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ დიდი ანგარიშით – 29:3 დაამარცხა, თანაც 4 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუს-ქულაც მიიღო. ამ 5-მა ქულამ სუპერთასის მოქმედი მფლობელი სტარტიდანვე აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეში...
იგა !
2016 წლის შემდეგ პირველად, გერმანელი ანგელიკ კერბერის შემდეგ, ქალმა ჩოგბურთელმა სეზონში ერთზე მეტი სლემი მოიგო – 21 წლის პოლონელმა იგა შვიონტეკმა წლევანდელ „როლან გაროსს“ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მიამატა. სულ კი ეს იგასთვის მესამე „დიდი სლემი“ გახლავთ, აქამდე მას „რონალ გაროსი“ 2020-შიც მოეგო… სულ, კარიერაში შვიონტეკმა მეათე ტურნირი მოიგო (შვიდი წლეულს). US OPEN-ის ფინალში იგა...
გოლ – პას – თელიანი
ამჯერად ტიტულის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და ზღვისპირელები კვლავ 4 ქულით უსწრებენ დედაქალაქელებს. გაგრას ჩამწარებული იუბილე არცთუ სავსე „აჭარაბეთ არენაზე“ „ბათუმმა“ იოლად დაამარცხა „გაგრა,“ რომელსაც იმ დღეს დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. სწორედ 2004 წელს დააარსეს კლუბი ამ სახელწოდებით ბესო დ გოდერძი ჩიხრაძეებმა. გაქართველებულმა ჯოვინო ფლამარიონმა დაბრუნება გოლით აღნიშნა და ბომბარდირთა დავაში...
ლედესმა, დიდი ადამიანი!
„კადისისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის მატჩზე, ანგარიშზე, მოგებასა და წაგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძელთა ანუ „კადისის” არგენტინელმა მეკარემ ხერემიას, იგივე კონან ლედესმამ მთელი მინდორი გადაკვეთა და გულშემატკივარს, რომელსაც ტრიბუნაზე გულის შეტევა მოუვიდა, დეფიბრილატორი მიურბენინა. ლა ლიგის თამაში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე” თითქმის ერთი საათით შეჩერდა. ამ მომენტისთვის ჩავის...
თანაგუნდელებს სჯობდა და მერე როგორ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად 1:2 წააგო „რაიო ვალეკანოსთან”. ქართველმა გოლკიპერმა ძლიერად ითამაშა, რასაც ესპანურ პრესაში მიღებული შეფასებაც მოწმობს. plazadeportiva-მ მამარდაშვილს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მეტი 6,5 ქულა დაუწერა და მაღალ ნიშანს ასეთი ტექსტი დაურთო: „ქართველი მეკარე თანაგუნდელებს ერთი თავით სჯობდა. მან „ვალენსია” „რაიო ვალეკანოსთან” განადგურებისგან იხსნა”. AS-მა კი გიორგის თამაში 8 ქულით შეაფასა: „მამარდაშვილმა ვარსკვლავურად ითამაშა....








