„ჩელსის“ ახალმა თანამფლობელმა, ტოდ ბოულიმ, საზოგადოებას პრემიერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარება შესთავაზა. „ადამიანები მეკითხებიან, რატომ არ აქვს პრემიერლიგის ზოგიერთ კლუბს ფული. მე კი გამოსავალს გეტყვით. ახლახან MLB-მ (ბეისბოლის მთავარი ლიგა) ყველა ვარსკვლავის მატჩი ჩაატარა და ორ დღეში 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შეგვიძლია პრემიელიგის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაც გავმართოთ – ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ. ესეც ლიგის ფინანსირების ერთ-ერთი...
სანიოლი ერთი დებიუტანტით
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარში ითამაშებს. ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელს შორის თითქმის ყველა ნაცნობია სახეა, მაგრამ არის ერთი დებიუტანტი – წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძე. სანიოლის რჩეულთა სია ასეთია: მეკარეები: გიორგი...
ჩავი გაბრაზებულია
მიუნხენის „ალინც არენაზე” „ბაიერნმა” „ბარსელონას” 2:0 მოუგო. ბავარიელებთან წაგება კატალონიელებისთვის შესაძლოა უცხო შეგრძნება არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცუდად არ უთამაშიათ. „ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი იმ „ბარსას” ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბოლოს, 2015 წელს დაამარცხა „ბაიერნი”. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „დღეს მეტოქეს ბევრ ასპექტში ვჯობდით. ფიზიკურად უკეთესები ვიყავით, პირველ ტაიმში უპირატესობა მთლიანად ჩვენი იყო. გაღიზიანებული...
უფრთხიან კვარას და აპირებენ მოგებას
დღეს ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. გლაზგოელთა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში მის განკარგულებაში არ იქნება 35 წლის მეკარე ჯონ მაკლაფლინი და მის ნაცვლად ძელებს შორის 40 წლის ალან მაკგრეგორი იდგება. იმ „რეინჯერსიდან”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს ანუ 2009 წელს ითამაშა, გუნდში მხოლოდ მაკგრეგორი და 37 წლის ნახევარმცველი...
სექსუალური ბაიერნი
„ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, მიაჩნია, რომ დღევანდელი „ბაიერნის“ შემადგენლობა პოტენციური ახალბედებისთვის სექსუალურად მიმზიდველია. „ჩვენი გუნდის ძირითად შემადგელობაში 20 წელს გადაცილებული ადამიანები თამაშობენ. რამდენიმე ჭაბუკი მოთამაშე და არცთუ ბევრი 30-ს გადაცილებული ფეხბურთელი გვყავს. ეს შესანიშნავი ასაკობრივი სტრუქტურაა. ასეთი გადანაწილება სექსუალურად მიმზიდველს გვხდის პოტენციური ახალწვეულების თვალში. ისინი ყველაფერს 3-5 წლის პერსპექტივით ზომავენ. თამაშის ხარისხის, მენტალობის, პოზიციური...
მამარდაშვილის ახალი კონკურენტი კბილებს ილესავს
AS წერს, რომ იაგო ერერინს ბედმა 34 წლის ასაკში გამოცდა მოუწყო. ბასკი, რომელსაც ზურგს ხანგრძლივი კარიერა და დიდი გამოცდილება უმაგრებს, ხაუმე დომენეკის ტრავმის წყალობით „ვალენსიაში” აღმოჩნდა და ჯენარო გატუზოზე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა. გაზეთის აზრით ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ამ ამოცანას ახალგაზრდა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ჰქვია. AS-ს რწმენით ერერინის...
სადიო მანე: ფრთხილად, თომას!
„ბაიერნის” ვარსკვლავს თომას მიულერს ყოფილ თანაგუნდელ და პარტნიორ რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება არ აშინებს. პოლონელი ლევანდოვსკი რვა წლის განმავლობაში თამაშობდა „რეკორდმაისტერში” და მიულერთან ერთად უდიდესი ჯილდოები, მათ შშორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში” „გაიქცა”. დღეს ლევანდოვსკი „ალიანც არენაზე” მეტოქის რანგში ბრუნდება. „ბარსელონა”, „ბაიერნი”, „ინტერი” და „პლზენი” წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში შეყარა. პოლონელის დანაკლისი...
სარი — შუა თითის ჩვენების სპეციალისტი
მაურიციო სარიმ „ვერონას” მწვრთნელებსა და სათადარიგოთა სკამს შუა თითი აჩვენა. ეს მოხდა კვირას, როდესაც „ლაციომ” ვერონელებს 2:0 მოუგო. რომაელებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, ხუთი წუთის შემდეგ კი სარიმ კოლეგებს არაკორექტული ჟესტი აჩვენა. DAZN ვარაუდობს, რომ „ბიანკოჩელესტის” თავკაცს „ვერონას” გუნდის მენეჯერთან ალესანდრო მაცოლასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა თავად სარიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ...
კანტეს აბრამოვიჩი მოენატრა
„ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ კლუბი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს დატოვოს. მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე და იმ პირობებს ითხოვს, რომელსაც რომან აბრამოვიჩის დროს დაჰპირდნენ. კერძოდ, არისტოკრატთა ამჟამინდელი ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. აბრამოვიჩის დროს კი კანტე „3+1“ სქემაზე უკვე შეთანხმებული იყო. საკითხი ჯერაც ღიად რჩება. კანტე „ჩელსიში“ 2016...
ვინ, თუ არა ნინიაშვილი?!
დავით ნინიაშვილი ქართული და მსოფლიო რაბის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ და მისი თამაშის ზეაქტიური სტილიდან გამომდინარე, 20 წლის უკანახაზელისგან ყოველ მატჩში ლელოებს თუ არა, ერთ ლელოს მაინც ელიან ხოლმე. ჰოდა, თუ პირველ ტურში მას ხელი მოეცარა, რადგან კარიერაში პირველად იდგა თავისთვის უჩვეულო, 14 ნომრის პოზიციაზე, მეორე ტურში ამ ამპლუაში თავს უკვე როგორც თევზი წყალში გრძნობდა. ლიონში...









