„ბარსელონას“ შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, „ჩელსის“ გერმანელი დამრიგებლის, ტომას ტუხელის ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი ყოფილა. კატალონიური კლუბი წინააღმდეგი არ არის გაბონელი გაყიდოს, თუ რომელიმე კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. “არსიტოკრატები“ ფასის დაკლებას ითხოვენ, თუმცა ბარსელონელთა გაჯიუტების შემთხვევაში, შესაძლოა, დათანხმდნენ კიდეც ამ თანხის გადახდას. თავის მხრივ, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს და პრიმერას პირველ...
ძირს ენტონი ტეილორი!
„ჩელსის” 46 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ მსაჯ ენტონი ტეილორს მათი საყვარელი გუნდის თამაშების გაძღოლა აუკრძალონ . კვირას „ჩელსიმ” „ტოტენჰემთან” 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ ტეილორი, რომელმაც დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი თომას ტუხელი უკმაყოფილო დატოვა. „ჩელსის” ფანებს მიაჩნიათ, რომ „ტოტენჰემის” პირველი გოლი, რომელიც პიერ ემილ ჰოიბერგმა შეაგდო, არ უნდა ჩათვლილიყო,...
ორი დაპირისპირებული მამაკაცი
თომას ტუხელი და ანტონიო კონტე „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” შეხვედრის (2:2) ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მწვრთნელები პირველად მაშინ წაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც „ტოტენჰემის” ფეხბურთელმა პიერ ემილ ჰოიბერგმა კალიდუ კულიბალის გოლი გაქვითა — ამ ეპიზოდში მსაჯმა მათ ყვითელი ბარათი ამოუღო. შემდეგ კი არბიტრმა ორივე გუნდის თავკაცი მოედნიდან გააძევა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ როდესაც გერმანელმა და იტალიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,...
მამარდამ მოგებით დაიწყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგის ახალი სეზონი „ჟირონასთან” 1:0 გამარჯვებით დაიწყო. ამ თამაშის შესახებ უპირველეს ყოვლისა ის ვთქვათ, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: მამარდას მთელი მატჩის განმავლობაში საქმე დიდად არ ჰქონია. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც მას ბურთის კუთხურზე მოგერიება მოუხდა და ამ ეპიზოდს ქვემოთ გთავაზობთ. სხვა მხრივ თვალში შეიძლება ის მოგხვედროდათ, რომ „ვალენსიას” მცველები ბურთს თავიანთ...



