ცუდი ამხანაგობა და ხვიჩას ერთი მომენტი

Home კატეგორიის გარეშე ცუდი ამხანაგობა და ხვიჩას ერთი მომენტი
ცუდი ამხანაგობა და ხვიჩას ერთი მომენტი

„ნაპოლიმ” „ესპანიოლთან” 0:0 ითამაშა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც ამხანაგობისა არაფერი ეტყობოდა, რადგან ხშირი იყო უხეშობა, განსაკუთრებით ბარსელონური გუნდის მხრიდან. ნეაპოლელთაგან გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენსა და ერვინგ ლოსანოს შეეძლოთ.

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პროტოკოლი დაარღვია და ლუჩანო სპალეტისთან სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ერთ ეპიზოდში ის თანამსაჯთან მივიდა და რაღაცის მტკიცება დაუწყო. ტაიმის ბოლოს მსაჯსაც შეჰკადრა ჭკუის დარიგება. პროტესტებს გამოთქვამდა და ხელმძღვანელობდა დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლიც.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში ერთი თვალსაჩინო მომენტი ჰქონდა და მას ქვემოთ ხედავთ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.