საშიშია ყატარი 2022! მსოფლიო ჩემპიონატი ეგზოტიკურ ქვეყანაში. ესპანურმა პრესამ ყატარში მოთამაშე ხავი მარტინესს ჰკითხა აზრი, თუ რა თავისებურებები აქვს ამ ქვეყანას. ხავი მარტინესი, როგორც იცით, „ბაიერნში“ თამაშობდა, შარშანდელი წლიდან კი „ყატარ სკ“-შია. „ყატარში სხვა კულტურაა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური ქვეყანაა. ზაფხულში არ უნდა ჩამოხვიდეთ, რადგან საუნასავით შეგრძნება დაგემართებათ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მთელ მსოფლიოს ექნება შანსი ნახოს,…
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან ურთიერთობა გაიფუჭა და მიზეზი ცნობილია: სუპერლიგის შექმნის მცდელობა. ჩეფერინიმ ანიელის გველიც უწოდა, თაგვიც და სხვა ეპითეტებითაც შეამკო… ანიელის ახლანდელი კომენტარი კი ასეთია: „მშვიდად დაველოდებით ევროპულ სასამართლოს და გავიგებთ, გვაქვს თუ არა სუპერლიგის შექმნის უფლება. ჩეფერინისთან დიალოგი აღარ შემდგარა. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფორმულის შეცვლა, მაგრამ რეალურად რა იცვლება…
პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, კვლავ აგრძელებს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას, თუმცა… ესპანურ კლუბს ჯერ არ მიუმართავს „ბაიერნისთვის“ ოფიციალური წინადადებით 33 წლის მოთამაშის თაობაზე. ამასთან, რობერტის აგენტი ჯერ მიუნხენური კლუბის დირექტორატს უნდა შეხვდეს და გაარკვიოს, იტოვებენ თუ არა შემტევს. ჯერჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. ლევანდოვსკიმ კარგად იცის „ბარსელონას“ მისადმი ინტერესის შესახებ, მაგრამ ისიც მიუნხენელების ვერდიქტს…
როგორც ჩანს, „ვალენსია” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ ვერ გავა, რაც კლუბის შემოსავალზე სეროზულად აისახება. 60 მილიონ ევროს მარტო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა მოიტანდა, მის გარეშე კი სპორტული შეჯიბრებებიდან მიღებული შემოსავალი 5,9 მილიონამდე მცირდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ სეზონშიც დაახლოებით იგივე სურათია მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, ხოსე ბორდალასის გუნდისთვის ლა ლიგის დარჩენილ ხუთ ტურს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან…
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანელი „ენფილდზე” 2026 წლამდე დარჩება. აქამდე კლოპი ამბობდა, რომ 2024 წელს, როდესაც მისი წინა ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა, ის „წითლებს” დატოვებდა, მაგრამ თანამშრომლობა ორი წლით გადაავადა. 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტები მის ასისტენტებს პეპინ ლინდერსსა და პეტერ კრავიცსაც. კლოპმა საკლუბო მედიას უთხრა: „ჩემი გრძნობების აღსაწერად უამრავი სიტყვის მოხმობა შეიძლება: მე…
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრებს ჩაიბარებს, ოღონდ „ოლდ ტრეფორდზეც” დარჩება და ერიკ ტენ ჰაგს დაეხმარება. რანგნიკი 63 წლის არის. „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში რომ ნიშნავდნენ პირობა დაუდეს: თუ მიმდინარე სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ზაფხულიდან ორი წლით ახალი მწვრთნელის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მანჩესტერში გერმანელმა ოლე გუნარ სულშერი შეცვალა. რანგნიკს არ გაუმართლა. „იუნაიტედში” მისმა მუშაობამ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes