უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას რაგბიც გამოეხმაურა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ: „რაგბი ევროპა“ ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის სარაგბო თემის უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია. როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, „რაგბი ევროპა“ ხელს უწყობს რაგბში მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისი…
თორნიკე შენგელიამ ЦСКА დატოვა. ეს სწორი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო! არის რაღაც, რაც კონტრაქტზე მეტია და მას ღირსება ჰქვია. ქვევით „სარბიელში“ 2 წლის წინ გამოქვეყნებული წერილი გვინდა გავიხსენოთ. ეს ის დროა, როცა შენგელია ЦСКА-ში გადავიდა. ოღონდ წერილი შენგელიაზე არ არის, იმ ადამიანებზეა, რომლებიც დღესაც ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ სპორტი პოლიტიკისგან იმიჯნება და ამით საკუთარი უღირსებობის გამართლებას ლამობენ….
პოლონეთის ნაკრები უარს ამბობს რუსეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეო ოფის მატჩის გამართვაზე. „ჩვენ არ გვსურს რუსეთთან თამაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. პოლონეთის საფეხბურთო კავშირი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს შვედ და ჩეხ კოლეგებთან იმისთვის, რომ ფიფას ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დაუფიქსიროს“, – განაცხადა პოლინეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა. შეგახსენებთ, რომ…
ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა….
„ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს ელის. ომმა დასავლეთ ლონდონელთა კლუბი და მათი მეპატრონე, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უნებურად ყურადღების ცენტრში მოაქცია. ტუხელმა თქვა, რომ შეიქმნა შემაძრწუნებელი ვითარება, რომელიც ადამიანთა გონებას ღრუბელივით ფარავს, ის კი ამ დროს ცდილობს გუნდი კვირას გასამართი „კარაბაოს თასის“ ფინალისთვის მოამზადოს. „ჩელსის“ მეტოქეა „ლივერპული“. ტუხელი: „გარკვეულ დონემდე…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes