„ვალენსიამ“ ოთხშაბათს „მესტალიაზე“ „კადისს“ 2:1 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ჩეების“ კარს კვლავ ხაუმე დომენეკი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ანგარიში 24-ე წუთზე გონსალო გუედეშმა გახსნა, თუმცა, 54-ზე ლუკას პერესმა პენალტით გაათანაბრა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი უგო დურომ 79-ე წუთზე შეაგდო, 84-ზე კი შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მოხდა: „კადისს“ მეორე ყვითლის გამო ხუან კალა გაუგდეს მოედნიდან.
იმავე საღამოს „რაიო ვალეკანომ“ „მალიორკას“ 1:0 აჯობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას და „ვალენსიას“ ნახევარფინალში შეხვდებათ „ბეტისსა“ და „რეალ სოსიედადს“ ან „ბილბაოსა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
