ვალენსიას“ კარს „ბეტისთანაც“ ჯასპერ სილესენი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, ვინ იდგება „ღამურების“ კარში, ქართველი გულშემატკივრისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კი „ვალენსიას“ კრიზისის პერიოდი უდგას — აგერ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია (ბოლოს 12 სექტემბერს, პამპლონაში გაიმარჯვა „ოსასუნასთან“ 4:1. იმ მატჩში გუნდის კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა), არადა წინ „ვილიარეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „რეალ სოსიედადთან“ ელით...
წელი: 2021
ბასილაშვილმა ვენა წააგო
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირს მეორე წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდა და სამ სეტში – 7:6; 2:6; 3:6 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული მხოლოდ თავიდან იყო: ჩვენებურმა პირველი სეტი კარგად ჩაატარა. ბასილაშვილს ჩაწოდება მისდიოდა და არც გეიმი დაუთმია. ასევე ყველა ჩაწოდებაზე ივარდა იტალიელმა, მაგრამ ტაი ბრეიკი ჩვენიანის გამოდგა (7:5). მეორე სეტიდან ბერეტინის დრო დადგა. მსოფლიოს...
ახალი სკანდალი იტალიაში
იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება. საფეხბურთო კლუბების კომისიის ანგარიშის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 2019-დან 2021 წლამდე განხორციელებულ 62 ტრანსფერს შეისწავლის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყურადღება კლუბების საეჭვო ტრანსფერებზეა გამახვილებული. მაგალითისთვის: 2021 წელს, „იუვენტუსმა“ მარლი აკე შეიძინა, რომლის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადა. იგივე თანხის სანაცვლოდ „იუვედან“ „მარსელში“ ფრანკო ტონჯა გადავიდა. სადღეისოდ, ტონჯა საფრანგეთის რანგით მეოთხე...
თამაშგარეს სისტემა დაადგენს
2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ავტომატურად დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობას. კომპანია Hawk-Eye-მ სისტემაზე მუშაობა უკვე დაასრულა და გამოყენებისთვის მზადაა. სისტემა თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად ადგენს და სიგნალს ვიდეორეფერის (VAR), უგზავნის, რომელიც გადაწყვიტავს, რამდენად ზემოქმედებს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილი ფეხბურთელი სათამაშო ეპიზოდზე და უნდა გაგრძელდეს თუ არა თამაში. ფიფა აპირებს, ტექნოლოგიაზე გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით...
კეპა ჩელსის ისტორიაა
გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე....
პოგბამ სულშერს ხმა არ გასცა
„სანისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებულმა პოლ პოგბამ თამაშის დამთავრების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ზედაც არ შეხედა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგო. პოგბა მოედანზე შესვენებისას შევიდა, სტუმართა მეხუთე გოლის ეპიზოდში ბურთი დაკარგა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნაბი კეიტას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე ათი...
ანჩელოტი: კუმანი ჯერ ადამიანია და მერეა მწვრთნელი
კატალონიურ პრესაში წერენ, რომ „რეალის“ იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ორივეს აქვს როგორც მოთამაშის ასევე მწვრთნელის გამოცდილება და ფეხბურთთან დაკავშირებულ ათასგვარ სიტუაციაში მოხვედრილან. საქმე კი ეხება „ელ კლასიკოში“ 1:2 დამარცხების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცის „კამპ ნოუდან“ გამავალ მანქანაზე თავდასხმას, ხელების ბრახუნსა და გინებას. კუმანს გვერდით...
ვის უყვარს ბურთი ლა ლიგაში?
ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა Opta-მ. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ლა ლიგაში ბურთაობის სუფთა დრო ბევრი არ არის. „ბეტისის“ მწვრთნელმა, ცნობილმა მანუელ პელეგრინიმ ამის შესახებ თავისი უკმაყოფილებაც გამოხატა. და აი, გულშემატკივრის ინტერესის დასაკმაყოფილებლად დათვალეს, თამაშის განმავლობაში საშუალოდ რომელი გუნდი რამდენ ხანს ფლობს ბურთს. როგორც ესპანურ მედიაში წერენ, გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ ყველაზე...
დინამომ წაგებით დაწიყო
წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთში, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 9:20 წააგო. ბერძნები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ეს მატჩის მსველობისას სრულად დაამტკიცეს. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდანვე მოპოვებული უპირატესობა მშვიდად მიიყვანეს მათთვის სასურველ დასასრულამდე. A ჯგუფში ამ გუნდების გარდა, კიდევ ექვსიგუნდია, რომლებიც ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებენ, მომდევნო ეტაპზე კი, ოთხი საუკეთესო გუნდი გავა. შემდეგი...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...









