ანტონიო რუდიგერი ზაფხულში შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი მცველი გახდეს. ევროპულ კლუბთა ელიტა მას ამჟამინდელი ხელფასის გაოთხმაგებას(!) ჰპირდება.
გერმანელი „ჩელსიში“ თომას ტუხელის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ არავინ იცის გაგრძელდება თუ არა მისი თანამშრომლობა დასავლეთ ლონდონელებთან. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დღეს არსებულ ხელშეკრულებას ვადა ნახევარ წელიწადში გაუდის. შედეგად, ზაფხულში რუდიგერი თავისუფალი აგენტი გახდება და მის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხა (70 მილიონი გირვანქის ფარგლებში) არავის ექნება გადასახდელი.
რუდიგერის შეძენის მსურველები კი რიგში დგანან. 2022 წლის 1 იანვრიდან „ჩელსის“ ოფისში ოფიციალურ წერილებს ერთიმეორეს მიყოლებით ელიან. მცველის ყიდვა უნდათ „რეალს“, „პარი სენ ჟერმენს“, „ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“. არიან სხვა მსურველებიც, მაგრამ ჩვენ ყველაზე შეძლებულები დაგისახელეთ.
28 წლის მოთამაშეს „ჩელსიში“, კვირაში 100 000 გირვანქას უხდიან.
რამდენადაც ცნობილია დღეს, მსოფლიოში, უკანა ხაზის მოთამაშეთაგან ყველაზე დიდი ხელფასი იუვენტუსელ მატეის დე ლიხტს აქვს. მას კვირაში სხვადასხვა დანამატების ჩათვლით, გირვანქებში რომ გადავიტანოთ, დაახლოებით 400 000 გამოუდის. ახალ ელიტურ კლუბში, ამ ფარგლებში გამოუვა ჯამაგირი რუდიგერსაც.
რასაკვირველია, „ჩელსისაც“ შეუძლია გერმანელს ხელფასის გაზრდა შესთავაზოს, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ აბრამოვიჩი მას იმდენს ვერ დაჰპირდება, რამდენსაც ზემოთ ჩამოთვლილი კლუბები. თავად განსაჯეთ, „ლურჯებმა“ ბოლო მოლაპარაკების დროს რუდიგერს კვირაში „სულ რაღაც“ 140 000 გირვანქა აღუთქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუდიგერის მომავალი გაურკვეველია, ის „ჩელსიში“ მთელი გულით თამაშობს და თომას ტუხელთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
