1-9 იანვარს ავსტრალიაში ATP CUP გაიმართება, სადაც 16 ნაკრები მიიღებს მინაწილეობას. ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგის წყალობით, იქ იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც D ჯგუფში პოლონეთთან, საბერძნეთთან და არგენტინასთან ერთად მოხვდა. სულ, 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადაანაწილდა A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ D ჯგუფი:…
საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის ულსან ჰიუნდაის ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ვაკო კორეში წინა ზამთარს გადაბარგდა. მაშ შემდეგ ულსან ჰიუნდაის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში კი 14 გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ ყაზაიშვილმა წლეულს საქართველოს ნაკრების 4 მატჩში ითამაშა. ეროვნულ გუნდის მაისურით სულ ჩატარებულ 57 შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილს 11 გოლი აქვს…
ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება. „ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა…
ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრის შემდეგ „ევეროტონმა“, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და წუხელ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. ლივერპულელები ამ შეხვედრასაც აგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ იყოჩაღეს. ამ წარმატების მიუხედავად დაირხა ხმები რომ „ევერტონი“ ესპანელ მწვრთნელ რაფა ბენიტესს მალე დაემშვიდობება და მის ნაცვლად უეინ რუნის უხმობს, ვინც საფეხბურთო კარიერა სწორედ ლივერპულის ამ კლუბში დაიწყო. ის ახლა „დერბის“ თავკაცობს. სამწვრთნელო საქმე…
„ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. მადრიდელებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და ფლეი-ოფში მოხვედრისთვის რთული სატურნირო ლაბირინთის გავლა მოუწევთ. B ჯგუფიდან გასული „ლივერპულია“, დანარჩენები კი საკუთარი თავისა და იღბლის იმედად არიან. დიეგო სიმეონეს გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. თუ „პორტუ“ მოუგებს — ის გავა. მეორე თამაშის შედეგს მნიშვნელობა…
„ევერტონის“ ფანებმა დათქმული ვერ შეასრულეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, „არსენალთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე პროტესტის ნიშნად ტრიბუნები დაეტოვებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ გულშემატკივართა ნაწილმა შეძლო. დანარჩენები სტადიონზე დარჩნენ და „ევერტონ“, „ევერტონს“ გაიძახოდნენ. 27-ე წუთი რატომ? იმიტომ, რომ ქალაქ ლივერპულის ამ გუნდს 27 წელია ჯილდო არ მოუგია. „ირისები“ მიმდინარე სეზონსაც საცოდავად ატარებენ და „არსენალთან“ შეხვედრამდე მე-16 ადგილზე ჩარჩენილებს ბოლო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes