პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასა“ და „ბელენენსეშის“ შეხვედრა შეწყდა. მიზეზი: მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ 17 ფეხბურთელი დარჩა.
„ბელენენსეშს“ კორონავირუსი დაერია. გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის.
ამის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტმა რუი პედრო სოარეშმა მატჩში მონაწილეობაზე მაინც განაცხადა თანხმობა და… პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით უყურა ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა.
„ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილი, „მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი ბერნარდო სილვა ამ ამბავს ტვიტერში გამოეხმაურა:
„ეს რა არის? ნუთუ ერთადერთი ვარ, ვინც ვერ ხვდება რატომ არ გადადეს მატჩი“.
კიდევ უფრო პარადოქსული ის იყო, რომ მეორე ტაიმში „ბელენენსეში“ მოედანზე შვიდი ფეხბურთელით დაბრუნდა. წესით, ამაზე ნაკლები აღარ შეიძლება. მეკარე ჟოაო მონტეირო იძულებული იყო წინ ეთამაშა. თამაშის განახლებიდან ცოტა ხანში მან ბურთი მოისროლა, მინდორზე დაჯდა და განაცხადა დავშავდიო.
აქ, მსაჯმა მანუელ მოტამ ამოისუნთქა და თამაში შეწყვეტილად გამოაცხადა.
მოგვიანებით „ბელენენსეშის“ ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ეწერა: „დღეს ფეხბურთმა გული დაკარგა“!
შემაშფოთებელი კი ის არის, რომ „ბელენენსეშის“ მოთამაშე კაფუ ფეტე ამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო გამოძახებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბის ფეხბურთელებს შესაძლოა კოვიდის ახალი ფორმა „ომიკრონიც“ კი სჭირთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
