ფრენკ ლემპარდი, რომელიც ახლა 43 წლისაა, „ჩელსის“ 18 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 2021 წლის იანვარში ის თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილას თომას ტუხელი დანიშნეს.
ლემპარდის საქმეები დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელის პოსტზე თავიდანვე ვერ აეწყო კარგად. დებიუტის დღეს, 2019 წლის აგვისტოში, ლემპარდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წააგო, სამი დღის შემდეგ კი ევროპის სუპერთასზე „ლივერპულთან“ პენალტებით დამარცხდა – 6:7.
„სქაი სპორტის“ ექსპერტისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავის გარი ნევილის პოდკასტში, რომელსაც The Overlap ჰქვია, „ჩელსის“ ლეგენდამ პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი მოყვა.
ნევილმა ინგლისის ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელს ჰკითხა, ახლა რომ კვლავ ფეხბურთელი იყოს, დღევანდელ მწვრთნელთაგან ვის გუნდში ისურვებდა თამაშს. ლემპარდმა გვარდიოლა აირჩია.
— „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ, სტამბოლიდან შინისკენ მოვფრინავდით. გულდაწყვეტილი ვიჯექი თვითმფრინავში, როდესაც მესიჯი მომივიდა. ეს იყო ხმოვანი შეტყობინება გვარდიოლასგან, სადაც ის მეუბნებოდა, რომ ფეხბურთი, რომელიც ჩემმა გუნდმა ითამაშა, ლამაზი სანახავი იყო და მან ისიამოვნა.
სამწუხაროდ, ეს იყო ერთ-ერთი იმ მესიჯთაგანი, რომელიც თავად იშლება. არადა, მინდოდა ინგლისში რომ დავბრუნდებოდი ახლობლებისთვის მეჩვენებინა, თვით გვარდიოლამ როგორ მიწოდა კარგი მწვრთნელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
