პიოლის ორი წელი დაუმატეს

Home კატეგორიის გარეშე პიოლის ორი წელი დაუმატეს
პიოლის ორი წელი დაუმატეს

იტალიური “მილანი” უახლოეს მომავალში გააფორმებს ახალ კონტრაქტს გუნდის დამრიგებელ სტეფანო პიოლისთან. 56 წლის სპეციალისტის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდიოდა. განახლებული კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება ძალაში. პიოლი ფინანსურადაც იხეირებს. მისი წლიური ხელფასი 2-დან 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება (პრემიების და დანამატების გარეშე).

გუშინ “მილანმა” თანაქალაქელ “ინტერთან” 1:1 ითამაშა, 32 ქულა გაუხდა და ლიდერ “ნაპოლის” ისევ გაუტოლდა. სამაგიეროდ, მილანელები ვერ ვარგობენ ჩემპიონთა ლიგაში და ერთადერთი ქულით ქვეჯგუფში მეოთხენი არიან.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".