პეპ გვარდიოლამ იხუმრა, კრიშტიანუ რონალდუ 75 წლის რომ გახდება, ოჯახურ ბარბექიუებზე მაინც გოლებს გაიტანსო.
გვარდიოლა, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცია, რონალდუ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს და ეს გუნდები პრემიერლიგაში დღეს ხვდებიან ერთმანეთს.
დღეს, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დიდი დერბია და ინგლისური მედია მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ეს გახლავთ პირველი მანჩესტერული დაპირისპირება მას მერე, რაც 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი პრემიერლიგაში დაბრუნდა.
სტატისტიკის თანახმად, გვარდიოლას გუნდები რონალდუს გუნდებს უფრო მეტად უგებენ: 16 შეხვედრიდან გუნდს, რომელშიც რონალდუ თამაშობდა, მხოლოდ ოთხჯერ აქვს მოგებული. ამ უპირატესობის მიუხედავად, კატალონიელი მწვრთნელი „იუნაიტედის“ თავდამსხმელისთვის ქების სიტყვებს არ იშურებს:
„რონალდუ გოლებს მთელი ცხოვრება გაიტანს. 75 წლის რომ გახდება, შეიძლება კარიერა დასრულებული ჰქონდეს, მაგრამ ოჯახურ ბარბექიუზე მაინც ფეხბურთს ითამაშებს და გოლებს გაიტანს.
ლეო მესიმ და მან გასულ დეკადაში მსოფლიო ფეხბურთს ისეთი კვალი დააჩნიეს, იმდენი გოლი გაიტანეს და თავიანთ გუნდებს იმდენი რამ მოაგებინეს, რომ ეს შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.
რონალდუს დაბრუნება პრემიერლიგისთვის ძალიან კარგია“, — თქვა გვარდიოლამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
