სანდრო მამუკელაშვილის პირველი ქულები NBA-ში – ჩვენებურმა „ბრუკლინთან“ სადებიუტო მატჩში ვერაფერი ჩააგდო, მაგრამ „მაიამი ჰიტთან“ აინაზღაურა.
მატჩი „ჰიტმა“ 137:95 მოიგო. სანდრო სათადარიგო იყო, მაგრამ მალევე ჩაერთო თამაშში და ჯამში 27 წუთი გაატარა. ეს უფრო იმიტომ, რომ „მილუოკი ბაქსის“ ძირითადი შემადგენლობა ისე სუსტად თამაშობდა, რომ თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყდა.
სანდრომ 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ჩვენებურმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მამუკელაშვილზე მეტი დროით მოედანზე მილუოკელთაგან მხოლოდ გრეის ალენი იმყოფებოდა, რომელმაც 29 წუთში 14 ქულა მოაგროვა. სწორედ ალენი, ადეტოკუმბო (15 ქულა, 10 მოხსნა) და მამუკელაშვილი იყო მილუოკის სამი საუკეთესო მექულე ამ მატჩში.
მომდევნო შეხვედრას მილუოკი 24 ოქტომბერს, სტუმრად, სან ანტონიოსთან გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
