უეფამ ინგლისი დასაჯა. ქვეყნის ეროვნულ გუნდს უმაყურებლო სტადიონზე მოუწევს თამაში. მიზეზი: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალზე ხალხის ორგანიზებულად შეშვება ვერ შეძლო, რასაც უწესრიგობა მოჰყვა.
შეგახსენებთ, ლაპარაკია „უემბლის“ სტადიონზე.
ინგლისელებს მაყურებლის გარეშე ივნისში, ერთა ლიგის შეხვედრაში მოუწევთ თამაში. ვინ იქნება მეტოქე, 16 დეკემბერს, კენჭისყრაზე გაირკვევა.
ამ სასჯელის გარდა, უეფამ ინგლისელებს გამოსაცდელი ვადაც დაუთქვა. თუკი ორწლიან პერიოდში ისინი კვლავ დააშავებენ რამეს, კიდევ ერთხელ დაისჯებიან ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშით.
ახლა კი ევრო 2020-ის ფინალის ამბავი გავიხსენოთ, რომელიც ლონდონში 2021 წლის 11 ივლისს ჩატარდა. ერთმანეთს ხვდებოდნენ იტალია და ინგლისი. Covid 19-თან დაკავშირებულ რეგულაციათა გამო, ორგანიზატორებს სტადიონზე მხოლოდ ტევადობის ორი მესამედი უნდა შეეშვათ, მაგრამ სკაუტებისა და პოლიციის კორდონებმა უბილეთო მაყურებლის ზეწოლას ვერ გაუძლეს და ტრიბუნებზე ხალხი ვანდალურად შეიჭრა. იყო სხვა ინციდენტებიც, მათ შორის, შეხვედრის წინ იტალიის სახელმწიფო ჰიმნის სტვენით შეურაცხყოფა.
ფულადი ჯარიმა, რომელიც უეფამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დააკისრა 100 000 ევროს ტოლია.
შეხვედრა დასრულდა 1:1. პენალტებით გაიმარჯვა იტალიამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
