ბასილაშვილმა ლაბაძე გაიმეორა

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილმა ლაბაძე გაიმეორა
ბასილაშვილმა ლაბაძე გაიმეორა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ისტორია გადაწერა და მასტერსის ნახევარფინალში გავიდა. ბოლოს ასეთი რამ ირაკლი ლაბაძეს 2004 წელს გაუკეთებია. სხვათა შორის, მასაც ამავე ტურნირზე.

ბასილაშვილი სულაც პირველად იყო მასტერსის მეოთხედფინალში, მაგრამ უფრო წინაც წაიწია. ჩვენებურმა ინდიან უელსის ნახევარფინალში გასასვლელი მატჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასს 6:4; 2:6; 6:4 მოუგო და პრესტიჟული ტურნირის ოთხ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა.

ციციპასთან პირველ სეტში ბასილაშვილი ორი ბრეიკით დაწინაურდა და თითქოს საქმე მშვიდად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე, მაგრამ ერთხელ თავადაც დაუთმო ჩაწოდება მეტოქეს და გულშემატკივარი ცოტა ანერვიულა.

მეორე სეტში ციციპასის შეჩერება შეუძლებელი იყო – ბერძენს ყველაფერი იდეალურად გამოდიოდა და სეტი მარტივად მოიგო.

მესამე, გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი მუდმივად წინ იყო. ჩვენებური თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ციციპასმა გაათანაბრა, ბასილაშვილი მალევე მეორე ბრეიკით დაწინაურდა და მატჩიც მოიგო.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა და გერმანელ ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...