სახელოვანი არგენტინელი მწვრთნელი გონსალო კესადა არ შეცდა, როცა თავისი გუნდის, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველ ბურჯთა წყვილი განაწესა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და უმდიდრესმა კლუბმა სეზონი საზიზღრად დაიწყო: სასტარტო 5 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და ტოპ 14-ის ბოლო ადგილზე დაფუძნდა. თუმცა, გასულ კვირა-დღეს, „კლერმონთან“ შეხვედრაში სულ სხვა სურათი დავინახეთ (22:14) და ამ გაბრწყინებაში გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის დამსახურება სულაც არ იყო მცირე.
განსაკუთრებით ეს უკანასკნელი გამოირჩა. 31 წლის ვეტერანმა ბორჯღალოსანმა თავის უშუალო ვიზავის, საფრანგეთის ნაკრების ვეტერან რაბა სლიმანის შავი დღე აყარა, მრავალჯერ დაარღვევინა წესები და ღია თამაშშიც ფრიად სასარგებლო იყო.
ვასილს ეს გარჯა „მიდი ოლიმპიკმა“ დაუფასა – ქართველი მარცხენა ბურჯი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, რაც მიმდინარე სეზონში ჩვენებურთაგან მანამდე მხოლოდ ბექა გიგაშვილმა, თორნიკე ჯალაღონიამ და ლექსო ყაულაშვილმა შეძლეს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
