გერმანულმა „ჰერტამ“ ბუნდესლიგის პირველ ტურში 1:3 წააგო „კიოლნთან“. ბერლინელთაგან ერთადერთი გოლი კი 31 წლის მონტენეგროელმა ფორვარდმა სტევენ იოვეტიჩმა გაიტანა. ამ გოლით ის მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ევროპის ხუთივე ტოპ ლიგაში (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) აქვს გატანილი. აქამდე იგივე მხოლოდ რუმინელ ფლორიან რადუჩიოუს ჰქონდა გაკეთებული. ბუნებრივია, ამ მიღწევის გაუმჯობესება შეუძლებელია და გამეორებას რაც შეეხება,…
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის ფინანსურ ფეარ ფლეიზე. სწორედ ამის გამო ვერ შეინარჩუნა „ბარსელონამ“ ლიდერი და ლეგენდა ლეო მესი. შედეგად, უეფა 2021 წლის სექტემბერში აპირებს დააწესოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, შემოიღოს „ფუფუნების“ გადასახადი, რომელიც, შესაძლოა, უკვე 2022 წლიდან ამოქმედდეს. რაში მდგომარეობს ამ წესის არსი? ევროთასებზე მონაწილე გუნდებს უფლება…
უკვე გაცხადდა, რომ 23 წლის ევროპის ჩემპიონი მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. „სასუოლო“ დათანხმდა ნახევარცველის გაშვებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. „იუვეს“ უფლება აქვს, 2023 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, თუკი მას ამ ორ წელიწადში თამაშების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება. ამ თანხის გარდა, „სასუოლომ“ შეიძლება მიიღოს კიდევ 12,5 მილიონი ბონუსების სახით. იტალიის ნაკრების…
პოლონელ მძლეოსან მარია ანდრეიჩიკს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 2 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი იყო 25 წლის შუბის მტყორცნელი, როცა ტოკიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, ტოკიოდან დაბრუნებულმა მარიამ ვერცხლის მედალი აუქციონზე გაიტანა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა სრულიად უცხო 8 თვის ბიჭუნა მილოშეკ მალშეს, რომელსაც გულზე ოპერაცია სჭირდება. აღნიშნული ოპერაცია ამერიკული ბალტიმორის კლინიკაში…
„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად არის ცნობილი, მაგრამ გერმანიის სუპერთასის დღეს, თავი სხვა მხრივაც გამოიჩინა. სუპერთასზე „ბაიერნმა“ „შავ-ყვითლებს“ 3:1 მოუგო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჰოლანდმა მოიგო მთელი გერმანიის გული. ფორვარდმა, რომლის გადაბირების იმედი „რეალს“ ჯერაც არ გადაუწურავს, ტრიბუნაზე პატარა ნორვეგიელი ფანი შეამჩნია, რომელსაც ბანერი ეჭირა და მას სამახსოვროდ მაისურს…
ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც გახდება შესაგრძნობი. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ. თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს…
„ჩელსიში“ დაბრუნებული რომელუ ლუკაკუსგან ელიან, რომ ის პრემიერლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს ვიდრე ბოლოს, იტალიაში წასვლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. თავად ლუკაკუ დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება და მიზეზსაც ასახელებს — „ინტერში“ მას ანტონიო კონტე წვრთნიდა. კონტემ 28 წლის ფორვარდს განა მარტო საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, არამედ ბევრი პრაქტიკული რამ ასწავლა. საინტერესო დამთხვევაა: ბელგიელი „ჩელსიში“ იმიტომ…
შარშან, გოგონათა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და ამით ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორია დაწერა. თუმცა, ეს ზღაპარი ჩვენი ფეხბურთისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირზე საქართველო წლეულს თბილისის „ნიკეთი“ წარსდგა, რომელიც ნიდერლანდურ „ტვენტესთან“ 0:9 შერცხვა. „ტვენტე“ უდავოდ ამ წყვილის ფავორიტი იყო, მაგრამ „ნიკეს“ ბრძოლაც კი არ გაუმართავს და არც რამეთი დაუმახსოვრებია…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes