ჟოზე მოურინიუ სკანდალური პიროვნებაა. როდესაც ის მატჩის წინ ან შემდეგ პრეს-კონფერენციას ატარებს, ყველა ხმაურიან განცხადებას ელოდება. სამაგიეროდ, აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი მისი ვარჯიშების შესახებ, თუმცა ამ დღეებში გაირკვა, რომ პორტუგალიელს წვრთნითაც შესლებია ყურადღების მიქცევა.
მოურინიუ ახლა უკვე „რომას” უდგას სათავეში და თავის უცნაურობებს იქ ავლენს. ამჯერად მან ტექნოლოგიებს, კონკრეტულად კი დრონს მიმართა.
სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ვარჯიშის დროს საწვრთნელი მოედნის თავზე დაფრინავს დრონი, კიდესთან კი დიდი მონიტორი დგას და მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელებს იქვე აჩვენოს რა შეცდომები დაუშვეს.
„განსაკუთრებული” შემადგენლობის გადახალისებაზეც მუშაობს. მან „ვულვერჰემპტონიდან” 33 წლის თანამემამულე მეკარე რუი პატრისიუ გადაიბირა, რაშიც ინგლისურ კლუბს 9,8 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
მოურინიუს თავისი ყოფილი კლუბისგან, „მანჩესტერ იუნაიტედისგან”, 28 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველის ალექს ტელესის იჯარის წესით გადაბირებაც უნდოდა, მაგრამ მანჩესტერელებმა უარი უთხრეს. თუ ტელესის წაყვანა გინდათ, იყიდეთო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
