სპინაცოლას შემცვლელი – ბრაზილიელი მანჩესტერიდან

Home აქეთურ-იქითური სპინაცოლას შემცვლელი – ბრაზილიელი მანჩესტერიდან
სპინაცოლას შემცვლელი – ბრაზილიელი მანჩესტერიდან
Alex Telles - Player profile 21/22 | Transfermarktლეონარდო სპინაცოლას ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო აქილევსის მყესი ისე გაუხდა საოპერაციო, რომ მომავალი სეზონის დიდი ნაწილი გაუცდება.
„რომა“ იძულებულია მის შემცვლელზე იფიქროს.
თავისუფალ აგენტთა ბაზარზე „რომას“ რომ დააკმაყოფილებდა, ისეთი მარცხენა მცველი არ მოიძებნა.
სამაგიეროდ, რომაელები „მანჩესტერის“ ალექსის ტელესს აკვირდებიან, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრი ბრძოლა პირწმინდად წააგო ლუკ შოუსთან.
წინა სეზონში ტელესმა ჯამში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".