საგანგებო ოლიმპიადა

Home აქეთურ-იქითური საგანგებო ოლიმპიადა
საგანგებო ოლიმპიადა

Highest-paid official by Tokyo 2020 Bid Committee helped lobby Diack to  secure votes - Athletics Illustratedოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ერთი ინფიცირებული ლიეტუვადანაა, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენს კი, დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტშივე „ამოუვარდა“.

ბოლო დროს ინფიცირების რაოდენობამ იაპონიის დედაქალაქშიც იმატა და ქალაქის პრეფექტურამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რომელიც 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გასტანს. ოლიმპიური თამაშების დღეებიც ამ პერიოდში მოხვდა.

ჯერ საუბარია მაყურებელთა რაოდენობის შემცირებაზე (5.000 ადამიანი) ტოკიოში, ხოლო მის მიმდებარე პრეფექტურებში – ტიბა, კანაგავა და საიტამა, თამაშები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე  ჩატარდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.