
იქნებ გახსოვთ პეტრ კორდა, ჩოგბურთელი, რომელმაც 1998 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ჰოდა, სპორტული ოჯახი მყავსო, სწორედ ჩეხმა სპორტსმენმა უნდა დაიკვეხნოს.
კორდას ერთ-ერთი ქალიშვილი, ნელი, მართალია ჩოგანს არ იქნევს, რადგან უკეთესად გოლფის ყვანჯის ქნევა და მწვანე კორდზე თამაში გამოდის. ნელი ახლახანს ატლანტაში გოლფის ტურნირის, KPMG Women’s PGA Championship-ის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგ მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.
იმასაც გეტყვით, რომ მეორე გოგო, ჯესიკაც გოლფის პროფესიონალი მოთამაშეა და გარკვეული წარმატებები მასაც აქვს, ხოლო ბიჭი, 20 წლის სებასტიანი ATP-რეიტინგში 50-ე ჩოგანია და ამ გაერთიანების პირველი ტიტული 2021 წელს მოიგო.
„მეიჯორის გამარჯვებული და მსოფლიოში პირველი. ეს წარმოუდგენელია“, – დაწერა ჯესიკამ საკუთარ სოციალურ ქსელში.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
