მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა

Home კატეგორიის გარეშე მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და გამოკითხვა-(ი)ს გამოსახულებათბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი.

პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს.

მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა 8:2 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა კიდევ ორი ბურთით გაზარდეს – 14:6.

ჩვენებმა წააგეს დარჩენილი მეოთხედებიც: მესამე 1:3 და მეოთხე 1:2 და საბოლოოდ 19:8 მონტენეგროელთა სასარგებლოდ.

გეტყვით იმასაც, რომ მეორე ჯგუფში საფრანგეთის, ყაზახეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებები თამაშობენ. ფლეი ოფში გუნდები ერთმანეთს დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით შეხვდებიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...