Breaking News

Day: June 13, 2021

ნოლეს მეორე

ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ხუთ სეტში დაამარცხა – 6:7; 2:6; 6:3; 6:2; 6:4. შეხვედრამ 4 საათი და 20 წუთი გასტანა. ჯოკოვიჩმა მოსაგებად ბევრი ოფლი დაღვარა. სერბმა საწყისი ორი სეტი წააგო, მაგრამ შეძლო და თამაში სათავისოდ შემოატრიალა. ნოლე პირველი ჩოგბურთელი შეიქნა, ვინაც „დიდი მუზარადის“ ტურნირების წრე მეორედ შეკრა….

Read more

დე ბური ქომაგებს არ უჯერებს

13 ივნისს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს უკრაინასთან გამართავს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თვითმფრინავის საშუალებით გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს, რომელზეც ეწერა – ფრანკ, მხოლოდ 4-3-3. ამით გულშემატკივრებმა მწვრთნელს ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოსთხოვეს. დე ბური კი შეუვალია და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მადლობა რჩევისთვისთვის, მაგრამ ჩვენ 3-5-2…

Read more

დეპაის მაისურები ბარსელონას მაღაზიებში

ხვალიდან, ბარსელონაში, საკლუბო მაღაზიებში, მემფის დეპაის მაისურები გაიყიდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თუ არა იმას, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა და კიდევ ორი საგოლე პასი შეასრულა, მალე „ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება? ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი. დეპაის, ბოლო ინტერვიუში, მომავლის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შორს დაიჭირა. „ლიონის”…

Read more

წინადადებაც ამას ჰქვია

ხმა დაირხა, რომ სერხიო რამოსი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. „რეალში” გატარებული 16 წლის შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავს, რამდენიმე დღეში, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ წარიმართება მისი კარიერა ივლისიდან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია რამოსს სევილიიდან საინტერესო წინადადებით მიმართონ. ესპანური წყაროების თანახმად, „სევილია” მზად არის რამოსთან ხუთწლიანი(!) ხელშეკრულება გააფორმოს. ანუ, ვეტერანი მისი ვადის გასვლის…

Read more