თვე: აპრილი 2021

Home 2021 აპრილი
ვალენსია მოედნიდან გავიდა და დაბრუნდა
ჩანაწერი

ვალენსია მოედნიდან გავიდა და დაბრუნდა

„კადისისა” და „ვალენსიას” შეხვედრა 36-ე წუთზე გარკვეული ხნით შეწყდა. მიზეზი: „ვალენსიას” ფრანგი მცველი, 24 წლის მუკტარ დიაკაბი მასპინძელთა ესპანელმა მცველმა 31 წლის ხუან კალამ რასისტულად შეურაცხყო. კერძოდ რა უთხრა კალამ დიაკაბის, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ფრანგმა იმ სიტყვების გამეორება არ იკადრა. თანაგუნდელის მხარდასაჭერად ვალენსიელებმა მოედანი დატოვეს და გასახდელში შევიდნენ. მოგვიანებით შეხვედრა განახლდა, მაგრამ აღელვებულმა დიაკაბიმ სკამზე...

მიშველიძის ორი ვერცხლი
ჩანაწერი

მიშველიძის ორი ვერცხლი

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა და ორივე შოთა მიშველიძემ, ორივე ვერცხლი – ორჭიდის ჯამში და აკვრაში. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშველაძესთან ერთად რამინ შამილიშვილიც გამიდიოდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. პირველ მოძრაობაში, ატაცში, მიშველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რომელმაც 128 კილოგრამი კი გააცუდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და, ჯერ 130, ხოლოს ბოლოს 135...

11 წლის შემდეგ
ჩანაწერი

11 წლის შემდეგ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებული ტური მწირგოლიანი აღმოჩნდა. სულ 4 ბურთი გავიდა, რაც მაყურებლებს, ცხადია დიდად ვერ გაახარებდა. არადა, გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში პირველად დაუშვეს სტადიონებზე. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. თუმცა, იყო ტური (მესამე), რომელშიც მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ გაუტანეს და ანტირეკორდიც დაამყარეს, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ – უარესიც გვინახავსო. თბილისის „დინამო“ წლეულს პირველად გალიდერდა. დინამოელებმა უშუალო...

მიშა პრეზიდენტია, ბიძინა – ვიცე
ჩანაწერი

მიშა პრეზიდენტია, ბიძინა – ვიცე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ძველ-ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ჭადრაკის სასახლეში გამართულმა ყრილობამ მიხეილ აბაიშვილს ერთხმად გამოუცხადა ნდობა და პოსტზე მეორე, ოთხწლიანი ვადით აირჩია. უცვლელი დარჩა გენ.მდივანი (ზურაბ თალაკვაძე) და ვიცე-პრეზიდენტები (თენგიზ პაჭკორია, ბიძინა ბარათაშვილი). ამქარმა მხარი დაუჭირა ასოციაციის წესდებაში რამდენიმე ცვლილებასა და აღმასრულებელ კომიტეტში 5 ახალი წევრის დამტკიცებას. როგორც ერთმა კოლეგა-მეგობარმა მოსწრებულად შენიშნა – მიშა...

კაკას გაკვეთილი: თასს არ შეეხო!
ჩანაწერი

კაკას გაკვეთილი: თასს არ შეეხო!

ესპანეთის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალში, რომელიც პანდემიის გამო მხოლოდ გუშინ შედგა, „სოსიედადმა“ „ბილბაო“ დაამარცხა. საფეხბურთო საზოგადოებას უყვარს ცრურწმენები. ერთ-ერთის თანახმად, ფინალის დაწყებამდე თასს არ უნდა შეეხო, თორემ უსათუოდ წააგებ. ბილბაოელთა კაპიტანმა იკერ მუნიაინმა მოედანზე გასვლისას ეს „წესი“ დაარღვია და თასს შეეხო. ჰოდა, ნამატჩევს თასი მეტოქეს ერგო, მუნიაინს და მის თანაგუნდელებს კი მხოლოდ ფინალისტების სამახსოვრო მედლები...

ნეიმარი ისევ გააძევეს.
ჩანაწერი

ნეიმარი ისევ გააძევეს.

ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა. ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო...

არტეტამ ვერაფერი გაიგო
ჩანაწერი

არტეტამ ვერაფერი გაიგო

მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს. არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს. მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი,...

ბასკთა ფინალი რეალ სოსიედადმა მოიგო
ჩანაწერი

ბასკთა ფინალი რეალ სოსიედადმა მოიგო

გუშინ, ესპანეთში, 2020 წლის სამეფო თასის მფლობელი გამოვლინდა. ეს გახლავთ ბასკეთის „რეალ სოსიედადი”, რომელმაც ბასკეთისვე „ბილბაოს” მოუგო 1:0 და 34 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჯილდო მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტით გაიტანა. სან სებასტიანის გუნდმა ესპანეთის თასი ბოლოს 1987 წელს მოიგო. იმ პერიოდში „რეალ სოსიედადი” ძლიერი გუნდი იყო, 80-იანების პირველ ნახევარში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი,...

გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა
ჩანაწერი

გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა

გერმანიის ნაკრებმა 31 მარტს საშინაო მატჩი სენსაციურად დათმო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ყველაფერი კარგად იქნებოდა, შეხვედრის მე-80 წუთზე ტიმო ვერნერს თითქმის ცარიელ კარში რომ გაეტანა. არადა, კარს კი არა, მთლად ბურთს ააცილა ფეხი. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. 85 წუთზე კი უკვე მაკედონიამ გაიტანა და… 1:2. გერმანული მედია ვერნერს ამ შეცდომას ვერ პატიობს. მის სახელზე დაბეჭდეს მაკედონიური...

ლუკაკუ და შეგნებული ზარალი
ჩანაწერი

ლუკაკუ და შეგნებული ზარალი

სავარაუდოდ, მილანის „ინტერი“ მიმდინარე სეზონს 130-140 მილიონი ევროს ზარალით დაასრულებს. ამის ფონზე იტალიური კლუბის ბოსები რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ, რომ ზარალი ნაწილობრივ მაინც დაფარონ. იდეალური ვარიანტი რომელუ ლუკაკუს გაყიდვა იქნებოდა, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 120 მილიონი ევროა. ეს ერთი ტრანაფერი მილანელების დებეტ-კრედიტს დააბალანსებდა, მაგრამ მისი გაშვება მაინც არ სურთ. „ბარსელონა“ და „სიტი“ მზად არიან ბელგიელ...