თვე: აპრილი 2021

Home 2021 აპრილი
ანა ბრუნდება
ჩანაწერი

ანა ბრუნდება

16-22 მაისს ბელგრადი WTA-ს ტურს უმასპინძლებს. ტურნირის დირექტორი ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმა, ჯორჯ ჯოკოვიჩია, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. საქმე ის არის, რომ ჯოკოვიჩს სურვილი აქვს ტურნირში მონაწილეობა მიიღოს კიდევ ერთმა სერბმა ვარსკვლავმა – ანა ივანოვიჩმა. თუ სერბული მედიაში გავრცელებულ ცნობებს ვენდობით ივანოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე ისევ გავა. 33 წლის ივანოვიჩმა კარიერა 2016 წელს დაასრულა, როდესაც...

იუვეს ვირუსი შეეყარა
ჩანაწერი

იუვეს ვირუსი შეეყარა

აქამდე ცნობილი იყო, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახლო მომავალში ორ მცველს ვერ დაიხმარს – ლეონარდო ბონუჩისა და მერეხ დემირელის კოვიდტესტები დადებითი აღმოჩნდა. ტურინელებს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატათ: ვირუსი ფედერიკო ბერნარდესკისაც დაუდასტურდა. არადა, ეს ყველაფერი „ნაპოლისთან“ მატჩის წინ. გუნდებს სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილები უკავიათ და ბრძოლა სახუმარო არ იქნება. წესით და რიგით, ეს მატჩი გასული...

აგუერო – უკანასკნელი მოჰიკანი
ჩანაწერი

აგუერო – უკანასკნელი მოჰიკანი

ისეთი პირი უჩანს, მანჩესტერელ სკულპტორებს კარგა ხანი არ გამოელევათ საქმე. სტადიონ „ეტიჰადის“ ეზოში სამი ლეგენდის სტატუის დადგმა გადაწყდა: 2019 წელს გუნდიდან წასვლის შესახებ ვენსან კომპანიმ განაცხადა. 2020 წელს მანჩესტერული კარიერა დავიდ სილვამ დაასრულა. გასულ კვირაში კი კლუბმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას სერხიო აგუეროსთან. აგუერო „სიტისთვის“ უკვე ლეგენდაა – ბოლო, ვინც პრემიერლიგა სამ სხვადასხვა...

საქართველოს ნიდერლანდები
ჩანაწერი

საქართველოს ნიდერლანდები

6 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ამხანაგურად შეხვდება. მატჩი ქალაქ ენსხედეში გაიმართება და დაესწრება თუ არა გულშემატკივარი, ჯერ არც ჩვენ ვიცით. გახსოვთ, საქართველოს ეროვნული გუნდი ნიდერლანდებში, ან – პირიქით? ცხადია, არა, რადგანაც ამათ არც ოფიციალურ, არც ამხანაგურ დონეზე ერთმანეთში ჯერ არ უთამაშიათ. როგორც წესი, ამხანაგურს, საპასუხო შეხვედრაც მოსდევს, ხოლმე, თუმც ჯერ ნიდერლანდების საქართველოში...

კი მაგრამ, კვარაცხელია?
ჩანაწერი

კი მაგრამ, კვარაცხელია?

ინგლისურმა „სანმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ვუნდერკინდები „მომავალი ნეიმარით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნე გაბრიელ ვერონითა და ინგლისის იმედით, ჯუდ ბილინგემით დამთავრებული”. თავშივე ვიტყვით, ჩვენი აზრით ტაბლოიდი შეცდა, როდესაც თერთმეტ ამომავალ ვარსკვლავს შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა. თავად განსაჯეთ, ჩამონათვალში, სადაც „სანის” აზრით არიან ის ჭაბუკები, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ და ზოგი მათგანი ადრე...

ხარბი მამა და აგენტი
ჩანაწერი

ხარბი მამა და აგენტი

„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...

ბარსამ ბოლოწამს მოიგო
ჩანაწერი

ბარსამ ბოლოწამს მოიგო

ოსმან დემბელემ „ბარსელონა” მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. ფრანგმა „ვალიადოლიდის” კარში 90-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც „ბლაუგრანა” ლიდერ „ატლეტიკოს” ახლა უკვე ერთი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, მადრიდში, „ელ კლასიკოა” და ის ფრედაც რომ დამთავრდეს, გახდება თუ არა „ბარსა” ჩემპიონი, მაინც მის ხელში იქნება. დემბელე მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ გაბრწყინების ისეთ წამს,...

ზლატანი და პენსია?!
ჩანაწერი

ზლატანი და პენსია?!

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ 2022 წლის ივნისამდე კონტრაქტის შესახებ მოილაპარაკა. დარჩა დეტალები – ბონუსების და პერსონალური მიღწევებისათვის გადასახდელი პრემიალურების ოდენობა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ეს რამდენიმე დღის საქმეა და მხარეები შეთანხმებას ოფიციალურად გაასაჯაროებენ. ზლატანი უკვე 39 წლის მოიყარა, მაგრამ პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ შვედი „მილანში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ივნისში კი კონტრაქტი...

ვლადიმირ ვაისმა დისციპლინა დაგვიწუნა
ჩანაწერი

ვლადიმირ ვაისმა დისციპლინა დაგვიწუნა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და საქართველოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ფინალამდე ძლიერი ემოციები იყო, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50.000-მდე ადამიანი აცილებდა. ეს წაგება ამის გამოც უფრო საწყენი იყო. ვფიქრობ, ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება აქვთ, მაგრამ დისციპლინა აკლდათ. ფაქტია, 2016 წელს ესპანეთს...

ატლეტიკომ წააგო
ჩანაწერი

ატლეტიკომ წააგო

მარკოს აკუნიას თავურმა „სევილიასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გამარჯვება (1:0) სევილიელებს მოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ლა ლიგის ცხრილში „ატლეტიკოს” ძველი უპირატესობა გაილია. მადრიდელებს თანაქალაქელი „რეალი” და „ბარსელონა” წამოეწიენ. „რეალს” 29 თამაშის შემდეგ 63 ქულა აქვს, „ბარსელონას” კი 28 თამაშიდან – 62. „ატლეტიკო” 29 თამაშიდან 66 ქულით ცხრილის სათავეშია. „მატრასის მკერავების”...