თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა წყალში ჩაყარა შრომა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. არადა, ძალიან ახლოს იყო.
„ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (3:3), მესამე მეოთხედში თბილისის გუნდმა კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდს ორბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდა – 6:4.
ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ფრე მეტოქეს ჰყოფნიდა, მაგრამ არც ისეთი ანგარიში იყო, გუნდი რომ ვერ შეინარჩუნებდა. სამწუხაროდ, ბოლო მეოთხედში ქართულმა კლუბმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, მეტოქემ კი, ეს სამჯერ გააკეთა და 7:6 მოიგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
