ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა

Home აქეთურ-იქითური ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა
ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა

Federer/Wawrinka win doubles gold medal at Olympic tennis -- china.org.cnშვეიცარიელი ჩოგბურთელი, „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აცხადებს, რომ წლეულს მისი მთავარი მიზანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებაა.

„ჩემი უმთავრესი მიზანი ოლიმპიადაა. სამწუხაროდ, 2016 წელს რიოში გამართული თამაშები გამოვტოვე. ვიმედოვნებ, რომ ტოკიოში დავბრუნდები. მთავარია, იმ დროისთვის კარგ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ „მხიარული როჯერმა“ 2008 წელს, პეკინში, წყვილთა თანრიგში მოიგო ოლიმპიური ოქრო. 2012 წელს, ლონდონში კი ფინალს უწია, მაგრამ იქ შოტლანდიელ ენდი მარისთან დათმო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...