„ამათ, მგონი, ფულის სუნი აქვთ ნაკრავი,“ – მომკალით და ცნობილი ქართული ფილმის ცნობილი ფრაზა დიდი ხნის წინ ამეკვიატა. მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში დაიწყო სერიალი „ვირჩევთ პრეზიდენტს“.რადგან ფილმი ვთქვით, რა უბედურება იყო ამდენ დუბლად გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები? აკი რაგბი ჩვენი თამაშია და აქ მხოლოდ ვაჟკაცური საქციელები მოსულაო?
არავის, არც ერთ მხარეს არ გავამართლებ და ყველას კი გავამტყუნებ.
ხრიოკზე რომ თამაშობდნენ ეროვნულ ჩემპიონატს, მაშინ იყო ნაღდი რაგბი, ნაღდი ჯიგარი და ნაღდი ემოცია. მერე იყო ერთი კაცი და ჩვენი რომაა, იმ თამაშში დიდი ფული ჩადო. მოგეხსენებათ, სადაც სერიოზული ფულია, იქ სერიოზული ინტერესებიც ჩნდება.
ჰოდა,დაერია სარაგბო თემი ერთმანეთს საჩივრებით, პიკეტებით და აქა-იქ მუშტიკრივითაც.
მე რა ვქნა, რიგითმა ქომაგმა, ვისთვისაც ეს თამაში ერთი ჯიგრიანი ამოსუნთქვა და ჩემი გენის ყველაზე ამაყი ამოყივლებაა?
მე რა ვქნა, ვინაც მოლის და რაქის გარჩევა კი ვიცი, მაგრამ სარაგბო კულუარების მამაძაღლობები არ გამეგება?
გვარები კი მესმის: სვანიძეო, აბუსერიძეო, ხურციძეო, ტყემალაძეო, მაგრამ ამ ხალხის სარაგბო-კარიერული წარმატებები საერთოდ არ მაღელვებს.
ხვალ ყველა ხელებს დაიბანს და განზე გადგება, იმ ნაბან წყალს ისეთ რამეს გადავაყოლებთ, ვერა ფულად რომ ვეღარ დავიბრუნებთ.
ამასობაში, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს…
ვაი, ასეთ არჩევას…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
