„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი, სამწლიანი კონტრატი გაუფორმა და 2023 წლის ივნისამდე დაიტოვა. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ესპანელი მწვრთნელის ხელფასი გაიზარდა. გვარდიოლა უკვე 5 წელიწადია, „სიტის“ წვრთნის. ამ დროის განმავლობაში გუნდი ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ქვეყნის და სამჯერაც ლიგის თასი მოიგო.
ესტონეთი დეპოა
ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის. დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ. მერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20 ათასი ქომაგის შეშვების უფლება მოგვცა, პარლამენტში ლამის ორი ფრაქციის სამყოფმა საფეხბურთო დიასპორამ მთავრობა...
გერმანია ულიდერო გუნდია
ბასტიან შვაინშტაიგერი ხვდება, რომ გერმანიის ნაკრებში ლიდერის პრობლემაა. ARD-ს 36 წლის ექსპერტი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელებს აკვირდება. ის ცდილობს ვინმეში ისეთი ფიგურა ამოიცნოს, როგირიც რამდენიმე წლის წინ თავად იყო. ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრის (6:0) წინ, შვაინშტაიგერმა იკითხა: „ესპანელებს სერხიო რამოსი ჰყავთ. გერმანიის ნაკრებში ვინ ასრულებს ამ როლს? ვინ აიძულებს მოთამაშეებს მკლავები დაიკაპიწონ?”...
დამნაშავე
„დავიღალე, ამ კლუბში ყველას პრობლემა მე ვარ,” — უპასუხა ელ პრატის აეროპორტში დაბრუნებულმა ლეო მესიმ ჟურნალისტებს, რომელთაც მისგან საგადასახადო საკითხებსა და ანტუან გრიზმანის ბიძის ნათქვამზე სურდათ კომენტარის მოსმენა. გრიზმანის ბიძამ ემანუელ ლოპესმა „კამპ ნოუზე” ფრანგი თავდამსხმელის წარუმატებლობებში არგენტინელი დაადანაშაულა. და კიდევ, გეხსომებათ, რომ რამდენიმე დღით ადრე მესის წინააღმდეგ გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლასტმაც გაილაშქრა. „ბარსას”...
ტაშკენტის ოქრო – ნაშთი ძველი დიდებისა
სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა… ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა,...
რამოსის 60 მილიონი
მადრიდის „რეალს“ აქვს ერთი წესი – 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ერთ სეზონზე მეტად კონტრაქტს არ უგრძელებს. ზინედინ ზიდანს და ქომაგებს კი სურდათ სერხიო რამოსი კიდევ სამი წლით დარჩენილიყო გუნდში, მაგრამ ფლორენტინო პერესი წესის დარღვევას არ აპირებს. სერხიო თანახმაა ისევ წლიურ 12 მილიონ ევროდ იბურთაოს. სიტუაციას აკვირდება ფრანგული პსჟ. წესისამებრ, რამოსს სხვა კლუბთან კონტრაქტზე საუბრის უფლება...
სიტიმ ძალა მოიკრიბა
„მანჩესტერ სიტი” იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზე ლეო მესის ყიდვას აპირებს. გეხსომებათ, რომ ზაფხულის ბაზარზე „სიტი” ძალიან ცდილობდა არგენტინელის გადაბირებას, მაგრამ ვარსკვლავი, „ბარსელონას” შეფებთან იურიდიული დავის შემდეგ, „კამპ ნოუზე” დარჩა. მაშ, ხელახალ მცდელობას რაღა აზრი აქვს? საქმე ის არის, რომ მესი „ბარსელონაში” თავს კომფორტულად მაინც ვეღარ გრძნობს. თან, კატალონიურ კლუბს ფული სჭირდება. „სიტისთვის” მესის ყიდვა იმ მხრივაც...
გერმანიის განადგურება!
ეს იყო გერმანიის ნაკრების კოშმარული თამაში. ბუნდესმანშაფტმა ხელიდან გაუშვა ერთა ლიგის A დონის მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ცხელ გულზე ამას ალბათ არავინ ჩივის, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდმა სირცხვილი ჭამა — ესპანეთში 0:6 წააგო. დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლდათ გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი წაგება ბოლო 89 წლის განმავლობაში. გერმანია...
ფინეთი საქართველოს მარკანენით დაუხვდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნოემბერში, ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ტურნირზე ორ მატჩს გამართავს. 28 ნოემბერს ჩვენები ფინეთს შეხვდებიან, ხოლო 30-ში შვეიცარიას. ილიას ზუროსის გუნდს ორივე მატჩი სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონაპანდემიის გამო ფიბა-ევროპამ სანაკრებო მატჩების „ბაბლის“ სისტემით ჩატარება გადაწყვიტა და ოთხივე გუნდი (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) ფინეთში დაბანაკდება. შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიაში...
რუნი მთავარია
უეინ რუნი „დერბის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი აქამდეც მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მაგრამ შაბათს პოსტიდან ფილიპ კოკუს გაშვების შემდეგ დამოუკიდებლად მოუწევს გუნდის გაძღოლა. მის სამწვრთნელო შტაბში ლიამ როზენიორი, შეი გივენი და ჯასტინ უოლკერი შედიან. მუდმივი მთავარი მწვრთნელი ნოემბრის ბოლოს დაინიშნება, როცა შეიხი ხალიდი კლუბის შეძენის პროცედურას დაასრულებს. მანამ კი რუნი...









