
„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუკი ამ წარმატებაში ვინმეს ლომის წილი მიუძღვის, ეს მანუელ ნოიერია. 34 წლის გოლკიპერის საუცხოო თამაში შეუმჩნეველი რიგით გულშემატკივარს არ დარჩენია და ლეგენდარულ დანიელ მეკარეს პიტერ შმაიხელს როგორ დარჩებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის მცველმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა:
„კარში ნებისმიერი სხვა მეკარე რომ მდგარიყო, „ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. დღეს მან საოცრად ითამაშა”.
აშკარა იყო, რომ აღფრთოვანებულ შმაიხელს სიტყვების პოვნა უჭირდა და მართალიც იყო. ნოიერმა ნეიმარს მატჩის მე-19 წუთზე ზედიზედ ორჯერ აუღო, მარკინიოსს კი 70-ე წუთზე დიდებული თამაშით არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება (იხილეთ ვიდეო). გერმანელი გოლკიპერი იყო საიმედო, საკუთარ თავში დარწმუნებული და მთელ გუნდზე დადებით გავლენას ახდენდა.
შმაიხელის ქება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ორი კვირის წინ, „ჩელსისთან” თამაშის შემდეგ, დანიელმა ნოიერი ფრთხილად გააკრიტიკა; თქვა, რომ იმ შეხვედრაში მან კარგად ვერ ითამაშა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად „ბარსელონას” გერმანელი კარის მცველი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ლივერპულელი ალისონი დაასახელა.
„ბაიერნის” მეკარის კარგი თამაში „პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელმა თომას ტუხელმაც აღნიშნა. მან თქვა:
„მანუ აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, ჩვენთვის ძალიან ცუდ დროს, საუცხოო ფორმაშია. მან მეკარეების თამაში ახალ სიმაღლეზე აიყვანა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:14ეს სპონტანური რაიან შერკი
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
