„დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იურგენ კლოპის ხელში შესანიშნავად თამაშობდა, „არსენალმა” იჯარის წესით „რომაში” გაუშვა. რომაელებმა ერთი წლის ფული, 3 მილიონი ევრო, უკვე გადარიცხეს ლონდონში. მხითარიანმაც გაუმართლა — ტრავმების მიუხედავად, 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა.
დღეს, სომეხი ფეხბურთელი, როგორც ყველა იტალიაში, სერია A-ს განახლებას ელოდება და, სანამ იტალიელები covid 19-ის პანდემიის გამო დაბნეულები არიან, მომავალს გეგმავს.
გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, რომ მხითარიანმა იტალიაში სომხეთის საელჩოს განუცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგაც რომში უნდა დარჩენა.
ჰენრიხ მხითარიანი: „რომი ჩამოსვლის დღიდანვე მომეწონა. გუნდშიც ძალიან კარგად ამეწყო ყველაფერი. საქმეები თავიდანვე ფანტასტიკურად წარიმართა და რასაკვირველია, აქ მინდა დარჩენა.
იტალიურ ლიგას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, მაგრამ, როგორც ლიგა, ის შესანიშნავია”.
თუმცა, „შპორტ ბილდი” ამბობს, რომ ერთია მხითარიანის სურვილი, ხოლო მეორე ის ფაქტი, რომ „რომას” კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები აქვს და არავინ იცის შეძლებს თუ არა სომეხი „არსენალისგან” გამოისყიდოს. „პიუნიკის”, დონეცკის გუნდების „მეტალურგისა” და „შახტარის”, „დორტმუნდის”, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „არსენალისა” და „რომას” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
