ჟოზე მოურინიუმ დაამტკიცა, რომ ხალხის კაცია — კორონავირუსის გამო შინ ჩაკეტილი ლონდონელი მოხუცებისთვის საკვების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა.
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” 57 მწვრთნელი ორი ორგანიზაციის, Age UK-სა და Love Your Doorstep-ის ჩრდილო ლონდონის უბან ენფილდის განყოფილებებში ჩაეწერა მოხალისედ.
წარმოიდგინეთ, სხვა მოხალისეების გაკვირვება, როდესაც გვერდით „რეალის”, „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ინტერისა” და „პორტუს” ყოფილი თავკაცი დაინახეს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ჩემპიონატი ჯერჯერობით ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული.
ინგლისის საფეხბურთო სამყაროდან მოურინიუ ერთადერთი არ არის, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობს. მაგალითად, გარი ნევილმა და რაიან გიგზმა ჯანდაცვის სამსახურს თავიანთი სასტუმროები დაუთმეს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
