პრემირლიგის ფეხბურთელები ლამისაა აჯანყდნენ! ჯერ თუ არა, მერე ნამდვილად აჯანყდებიან! ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ისინი საშველს პროფკავშირებში ეძებენ. უკვე დაუწყიათ მოლაპარაკებები პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან.
მიზიეზი: ცნობილია, რომ წამყვანი ევროპული ლიგების შეფებს შეწყვეტილი პირველობების აღდგენა, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება და შემდეგ ახალი სეზონის დაწყება აქვთ განზრახული. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამას 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატიც უნდა გადაებას, ფეხბურთელები მართლა ცოდოები არიან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერლიგა ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული.
თუკი პრემიერლიგის ხელმძღვანელები მართლა მოახერხებენ, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატი 12 ივლისისთვის დაასრულონ (როდესაც ევრო 2020 უნდა დამთავრებულიყო) და 8 აგვისტოს მომდევნო სეზონი დაიწყონ, მოთამაშეებს გადაღლა გარანტირებული აქვთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
