თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონი არ განახლდება, ინგლისურმა ფეხბურთმა შეიძლება 10 მილიარდი გირვანქა დაკარგოს.
პრემიერლიგის შეფების მონაწილეობით მომდევნო თათბირი სამშაბათს არის დანიშნული. სავარაუდოდ ეს იქნება ონლაინ-შეკრება, სადაც შეეცდებიან მდგომარეობის გადარჩენის ახალი გზები დასახონ.
არადა, როგორ გინდა დასახო გზა, როდესაც ხელისუფლება მასობრივ თავყრილობებს კრძალავს. უფრო სავარაუდოა, რომ სეზონს, რომელსაც „ლივერპული” 25 ქულიანი უპირატესობით იგებდა, წერტილი დაესმება.
„დეილი სტარი” წერს, რომ სატელევიზიო უფლებათა, დარჩენილი ტურების, ევროპული და შიდა თასების წყალს გაყოლილმა შემოსავალმა შეიძლება 1 მილიონ გირვანქას გადააჭარბოს.
ამას გარდა, კორონავირუსის მიზეზით იაფდება საკუთრივ კლუბები. მაგალითად, საფონდო ბირჟაზე „მანჩესტერ იუნაიტედის” ფასმა 613 მილიონი გირვანქით დაიკლო.
ეს უპრეცედენტო 25 პროცენტიანი დანაკლისია და თუ გავითვალისწინებთ, რომ პრემიერლიგის სხვა კლუბებიც ასეთივე დღეში არიან, ზარალი 9 მილიარდს მიაღწევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
