მორიგი ოქროს მედლები ლაშა ტალახაძის ისეც უმდიდრეს კოლექციაში, ამჯერად მსოფლიო თასზე გამარჯვების აღსანისნად…
რომში ლაშა ტალახაძე, ცხადია, პირველობა არავის დაუთმო. დაუთმო. მან ჯერ 215 კგ. შტანგა აიტაცა, მერე 255 კგ. ასწია. სათქმელია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე მთელი 31 კგილოგრამით მეტი ასწია.
ორჭიდის საერთო ჯამში ლაშა ტალახაძის ანგარიშზე 470 ქულა გახლავთ.
აქვე გეტყვით, რომ რომში ნაჩვენები შედეგებით ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზიისთვის საჭირო ქულები დააგროვა.
აღნიშნულ მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას 4 სპორტსმენი იცავდა, რომელთა ანგარიშზეც ჯამში 11 მედალია. 3 ოქრო ლაშა ტალახაძის ანგარიშზეა, იგივე შედეგი დააფიქსირა ანტონ პლესნოიმ, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გოგა ჩხეიძემ 2 ბრინჯაოს აიღო.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
