თვე: იანვარი 2020

Home 2020 იანვარი
ომი წყალში
ჩანაწერი

ომი წყალში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი დაგვიტოვა. ჯგუფში საფრანგეთთან გამარჯვებამ კონტინენტის საუკეთესო თორმეტ გუნდში გაგვიყვანა. მართალია, საბერძნეთსა და იტალიასთან დავმარცხდით, თუმცა აქ ძალთა ბალანსი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ გამარჯვების მოთხოვნა მეტისმეტი იქნებოდა. 1/8 ფინალში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა. შეხსენება არავის სჭირდება, ეს შეხვედრა რამდენად პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა. პირველი ტაიმი მეტოქემ მოიგო –...

7 ქართული ლელო ევროთასებზე
ჩანაწერი

7 ქართული ლელო ევროთასებზე

არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...

ბარსელონამ ბურთი უკან წაიღო
ჩანაწერი

ბარსელონამ ბურთი უკან წაიღო

ახალი მწვრთნელის ხელში „ბარსელონამ“ წუხელ პირველად ითამაშა და არ ითქმის, ქომაგი აღფრთოვანებული დარჩაო. კატალონიელებმა კი მოიგეს, მაგრამ ისე უსახურად ითამაშეს, ბოლოს ლამის ტრიბუნებიდან უსტვინეს. კიკე სეტიენის შეგირდები „გრანადასთან“ 1:0 მოგებული შეხვედრისას მართლაც ტოტალურ უპირატესობა ფლობდნენ, ოღონდ ეს უპირატესობა ოდენ ბურთის ფლობაში გამოიხატა და, ცხადია, ანგარიშში… სანახაობრივ მხარეზე კი ბოდიში, ის სადღაც გამქრალიყო. „ბარსელონამ“ 90 წუთის...

შენგელიას ბარსელონა მადრიდში
ჩანაწერი

შენგელიას ბარსელონა მადრიდში

91:91 – ტაბლოზე ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მატჩის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა. ვიწრო კი ისევ თორნიკე შენგელიამ გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა, მადრიდში ბარსელონა გაიმეორა, ყველაზე ნერვულ და რთულ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ცრუ მოძრაობებით ფარქვეშ ისე შეიჭრა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისეთი ჩატენა კალათის ღერძი ლამის მოგლიჯა. ჩვენებურმა მალევე ორი საჯარიმო ტყორცნაც ზუსტად გამოიყენა....

ლივერპულის 1001 ღამე
ჩანაწერი

ლივერპულის 1001 ღამე

იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისური პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერს“ 2:0 მოუგო და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა. უკვე 1001 დღეა, მერსისაიდელებს მშობლიურ „ენფილდზე“ პრემიერლიგის მატჩი არ წაუგიათ. ბოლოს ეს 2017 წლის 23 აპრილს „კრისტალ პალასთან“ მოხდა. მას შემდეგ „ლივერპულმა“ 52-დან 42 შეხვედრაში იმარჯვა და 10-ჯერ ფრედ ითამაშა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში კლოპის გუნდი 22 მატჩში 21 მოგებით და...

ტოჩი-ლომ-შინი
ჩანაწერი

ტოჩი-ლომ-შინი

ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა და ბალანსი მისი რეიტინგისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. როცა ოძეკი იყო, მაშინ ოთხს წააგებდა თუ შვიდს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა ასეთი ფუფუნება აღარ გვაქვს – კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემთხვევაში წინ წაიწევს, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დაქვეითდება, რაც მეტს წააგებს – მით უფრო. ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღეს, ქართველი გოლიათი მისთვის უხერხულ მეტოქეს, ტამავაშის დაუპირისპირდა. ისინი...

მეორე ჯგუფის ხლართები
ჩანაწერი

მეორე ჯგუფის ხლართები

ისლანდია ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ეს მთავარი რაუნდის II ჯგუფში პორტუგალიის 28:25 ძლევით გახდა შესაძლებელი. ისლანდიელებმა თამაში მეტოქეზე უკეთ დაიწყეს და მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე წინ იყვნენ. პორტუგალიამ მაინც გაქვითა, რაც შეტევაში შვიდი ექვსზე ტაქტიკის წყალობით მოახერხა, მაგრამ ჩრდილოელები ასეთი ვარიანტისთვისაც მზად აღმოჩნდნენ და მაინც მოიგეს. მათ გამარჯვებაში საკვანძო როლი გამთამაშებელმა...

არ გამოვიდა!
ჩანაწერი

არ გამოვიდა!

ფლეი ოფი ორი თამაშისგან შედგება, ორი თამაში კი ოთხი ტაიმია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინელებს თბილისსა და რიიჰიმიაკიში სამი ტაიმის განმავლობაში თანაბრად დაუდგა, მეოთხეში კი, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს დაუდგა ყველაფერი ყირაზე. მიზეზს, რასაკვირველია მშვიდად გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა აღარ იყო. ასეა თუ ისე, ფლეი-ოფამდე მოსასვლელად ქართველებს მთელი წლის განმავლობაში...

კონორის 40 წამი
ჩანაწერი

კონორის 40 წამი

„აუცილებელია ქომაგს კვლავ ვაჩუქოთ კონორის და ჰაბიბის ბრძოლა, მაგრამ არა მოსკოვში. მაკგრეგორმა ეს დაიმსახურა და წესით ნურმაგომედოვსაც უნდა ჭირდებოდეს. თუ ჰაბიბი ჯერ ფერგიუსონს, ხოლო შემდეგ კონორს კიდევ ერთხელ აჯობებს, საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ის ყველაზე ძლიერია და UFC-ის ისტორიაშიც საუკეთესოებს ამარცხებდა. რატომ ნებისმიერ ადგილზე, მოსკოვის გარდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს, თუმცა არ დავკონკრეტდები. ბრძოლის გამართვის...

გაზუთხული ფრაზების იქით…
ჩანაწერი

გაზუთხული ფრაზების იქით…

მოვედით. ახლა კი ნამდვილად დეპოში ვართ… არადა, ჩვენივე ბრალია. ზოგჯერ თვალი წავუხუჭეთ, ზოგჯერ აშკარად წაგვთვლიმა, არც მემანქანის შეწუხება ვინდომეთ და, აჰა! რატომ იგავ-არაკებით? სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სპორტულ მედიაზე ფეხი შეიწმინდა. ავლაბრის რეზოდენციაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ასახელებდნენ და… სპორტული ჟურნალისტებისთვის ადგილი არ დარჩა. თურმე ნუ...