თვე: იანვარი 2020

Home 2020 იანვარი
კოტე ფინიში
ჩანაწერი

კოტე ფინიში

მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული სიმრავლეა,  საშობაო და საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ეს ტურნირი მხოლოდ 9 იანვარს განახლდება. ამდენად, ჩვენც მხოლოდ...

რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის
ჩანაწერი

რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის

ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს. გუნდიდან ლუკა...

დაბრუნება დასასრულით
ჩანაწერი

დაბრუნება დასასრულით

ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და  ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე. „რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც მან მოირგო „ბოკა ხუნიორსი“ იყო. ტიტულოვან არგენტინულ კლუბში ის შარშან ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, რომ...

გვარდიოლა იუნაიტედის და რეალის მწვრთნელი არასდროს გახდება
ჩანაწერი

გვარდიოლა იუნაიტედის და რეალის მწვრთნელი არასდროს გახდება

პეპ გვარდიოლამ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წინ განაცხადა, ცხოვრებაში სხვა არჩევანი რომ აღარ მქონდეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი მაინც არ გავხდებიო. შუაღამისას, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „მათ არასდროს გავწვრთნი, — თქვა კატალონიელმა, — ზუსტად ისე, როგორც არასდროს გავწვრთნი „რეალს”. თუ სხვა ვარიანტი აღარ მექნება, მალდივებზე წავალ ან გოლფის თამაშით შევიქცევ თავს”. შემდეგ, „ბარსელონას”...

ტკბილი იანვარი
ჩანაწერი

ტკბილი იანვარი

აგერ, FA CUP-ის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი გაიმართა. თან ეს ხომ იცით როგორი თამაშია? პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი წითელი ბარათი ამ გუნდების შეხვედრებში დაფიქსირებულა. მოკლედ, საუკუნის განმავლობაში „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის ომი იყო, ბოლო ხუთი წელი კი ამ დერბიმ თავისი პეწი დაკარგა. კი, „ევერტონი“ ინგლისში ბოლო იყო, ვინც წინა სეზონში თანაქალაქელებს ქულები დააკარგვინეს (რაც, როგორც საბოლოოდ...

საქართველომ პრესტიჟი გადაირჩინა
ჩანაწერი

საქართველომ პრესტიჟი გადაირჩინა

ავსტრალიაში ალმოდებული ტყეების ფონზე გრძელდება ATP-ის თასის გათამაშება ჩოგბურთში. ქვეჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა იაპონელებთან დასანანი მარცხი იწვნია. ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მაცუი-მაკლალანის დუეტი უპირობოდ დაჯაბნა – 6:2, 6:4. სამწუხაროდ, ეს პრესტიჟის მოგება აღმოჩნდა. არადა, ერთეულთა თანრიგის ორი შეხვედრიდან ერთიც რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლაზეც წავიოცნებებდით… რატომაც არა? ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს 72-ე ჩოგან...

სალუქვაძე და კამიკაძე
ჩანაწერი

სალუქვაძე და კამიკაძე

არის სპორტის სახეობები, რომლებიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ყველა სახეობას ჰყავს გმირები, რომლებიც დროსთან ერთად ლეგენდებად იქცევიან. ამ დღეებში ცენტრალური ევროპის სამთო კურორტებზე „ოთხი ტრამპლინის ტურნე“ გრძელდება, რომელიც მფრინავ მოთხილამურეთათვის საკულტო შეჯიბრებაა. წლეულს პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ტურნირზე ვერ მოხვდა უბერებელი ნორიაკი კასაი. ხტომის თავხედურ-ხულიგნური მანერის გამო „კამიკაძედ“ მონათლული კასაი უკვე 47 წლისაა. ასაკი...

შურისძიება აქციების გამო
ჩანაწერი

შურისძიება აქციების გამო

შვედური „მალმიოს“ ფანები კლუბის ყოფილი ფეხბურთელსა და შვედეთის ნაკრების ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ჯავრის ყრას  მისი სკულპტურის დაზიანებით  განაგრძობენ. კვირას ღამე ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელის ბრინჯაოს სკულპტურას ფეხები მოახერხეს, თავზე კი შავი ფერის მაისურა ჩამოაცვეს წარწერით „შვედეთი“. ეს ზლატანის ძეგლზე ვანდალიზმის პირველი ფაქტი არ არის. ახლახან ფანებმა მას ცხვირი მოახერხეს. ინციდენტის შემდეგ ძეგლს მაღალი ღობე შემოავლეს, თუმცა საქმეს...

ლივერპულელი ბავშვების გამარჯვება
ჩანაწერი

ლივერპულელი ბავშვების გამარჯვება

კერტის ჯონსის ულამაზესი დარტყმით „ლივერპულმა” სათასო მერსისაიდური დერბი მოიგო – 1:0. „წითლები” „ლურჯებს” ამ შეხვედრაში ახალგაზრდული შემადგენლობით ეთამაშნენ. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა თავისი „ბავშვებისთვის” ქების სიტყვები არ დაიშურა. ჯონსი ლივერპულელი ბიჭია, რომელმაც ამ დღეს ჯერ ავადმყოფობა დაამარცხა და შემდეგ მოწინააღმდეგე.  სტატისტიკოსებმა ხელად აღმოაჩინეს, რომ ის „ლივერპულის” იმ მოთამაშეთა შორის, რომელთაც ოდესმე „ევერტონის” კარში გოლი გაუტანიათ,...

ლევანდოვსკი გერმანელი მამობილის შესახებ
ჩანაწერი

ლევანდოვსკი გერმანელი მამობილის შესახებ

პოლონური Prawda futbolu-სთვის საახალწლოდ მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” 31 ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ ის დრო გაიხსენა, როდესაც 22 წლისა პოზნანის „ლეხიდან” „დორტმუნდში” გადავიდა. დორტმუნდელებს მაშინ „ლივერპულის” დღევანდელი თავკაცი იურგენ კლოპი წვრთნიდა. ცხოვრებაში რთული პერიოდი მედგა და კლოპი რომ არა, ვინ იცის ჩემი საქმე როგორ წავიდოდაო, უთხრა თაობის ერთ-ერთმა უძლიერესმა თავდამსხმელმა თანამემამულე ჟურნელისტებს. „საბედნიეროდ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც გამამხნევა. მან...