საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრებმა იანვრის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი, რომლის პრაქტიკულად ყველა წევრი უკვე თბილისშია, ხუთდღიან შეკრებას გადის.
ამ ეტაპზე ნაკრებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბექა ორჯონიკიძე და ფიზმომზადების მწვრთნელი სერბი მარკო შეშუმი ავარჯიშებენ. ნაახალწლევს კი საქმეში მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი და სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი ჩაებმებიან.
პირველი შეჯიბრება, რომელშიც ეროვნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს იქნება 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. თამაშები 10-12 იანვარს იტალიის ქალაქ ბენევენტოში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან „სკუადრა აძურა”, რუმინეთი და კოსოვო. ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
მეორე შეჯიბრება კი უკვე ევროპის 2022 წლის შესარჩევის კალენდრიდანაა. საქართველომ ფლეი-ოფის ეტაპზე ფინეთს უნდა სძლიოს. 16 იანვარს პირველი შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო, 19 იანვარს, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში. ფინელთა ძლევის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში ჩაერთვება, სადაც ევროპის უძლიერესი 32 ნაკრები ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის იბრძოლებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
