„ბილდის” ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტი” 36 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფრანკ რიბერის წარმომადგენელს უნდა დაკავშირებოდა და ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ფრანკფურტელები ამ ერთი წლის განმავლობაში რიბერის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის გარანტიას აძლევენ.
ფეხბურთელს და ბუნდესლიგის კლუბს შორის იოლად შესაძლებელია ხელშეკრულება მართლაც გაფორმდეს. ერთი მხრივ რიბერი თავისუფალი აგენტია ანუ მის დასამატებლად სატრანსფერო თანხის მოძიება აუცილებელი არ არის და მეორე მხრივ, „აინტრახტმა” ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდა რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს საკმარისი თანხა, ფრანგს ისეთივე ხელფასი რომ გადაუხადოს, როგორსაც „ბაიერნი” უხდიდა.
ლაპარაკია, წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ევროზე.
სანამ მისი ბედი გაირკვევა, რიბერი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ამის დამადასტურებელ ფოტოებს ყოველდღე „ინსტაგრამზე” დებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
