
„დორტმუნდის” ლეგენდა, 53 წლის იურგენ კოლერი მატს ჰუმელსის გუნდში დაბრუნებას გამოეხმაურა. ჰუმელსი 30 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც 2016 წლიდან დღემდე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) „ბაიერნში” თამაშობდა.
AZ-სთან ინტერვიუში 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა: „ამ ტრანსფერს ველოდი, არ გამკვირვებია. მატსს „დორტმუნდთან” კარგი მოგონებები აკავშირებს, ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ გულმა ისევ აქეთ გამოუწია. მაგრამ, ფეხბურთელის ძველ გუნდში დაბრუნებას ყოველთვის ახლავს რისკი. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ესა თუ ის მოთამაშე თავის ყოფილ კლუბში დიდი იმედითა და მოლოდინით დაბრუნებულა, ოღონდ ადრინდელივით ვეღარ უთამაშია”.
მატს ჰუმელსმა „დორტმუნდში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ოთხშაბათს ვარჯიშსაც შეუდგება.
კოლერმა განაგრძო: „ჰუმელსი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია და „დორტმუნდისთვის” დიდი შენაძენი გახლავთ. მას შეუძლია ახალგაზრდა, სწრაფ თანაგუნდელებს ლიდერობა გაუწიოს. ის მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც კონკურენციის, შეჯიბრების და გამარჯვების ყადრი კარგად იცის. მატსს დიდ საკლუბო შეჯიბრებებში მიუღია მონაწილეობა. ამიტომ, „დორტმუნდმა” მის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს და მისი გამოცდილება გამოიყენოს”.
ჰუმელსმა „დორტმუნდთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „შავ-ყვითლებმა” „რეკორდმაისტერს” მასში 36,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ამ ზაფხულს დორტმუნდელებმა ახალი მოთამაშეების შეძენაზე უკვე დახარჯეს 100 მილიონი ევრო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
