მეტისმეტად დაძაბული აღმოჩნდა რეგულარული პირველობის ფინიში ზაზა ფაჩულიას „დეტროიტისთვის“. გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მერვე ადგილიდან შეაღწია კონფერენციის ფლეი-ოფში. ეს თავისთავად კარგია ჩვენებურის გუნდისთვის, მაგრამ ფლეი-ოფის პირველსავე რაუნდში კონფერენციის გამარჯვებულ „მილუოკისთან“ ჭიდილი დიდად სახარბიელო პერსპექტივა ნამდვილად არ არის.
მიმდინარე სეზონში „ბაქზი“ დაფრინავს და პირველად 1974 წლის შემდეგ კონფერენციაში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ამ ამბავში ლომის წილი ბერძენმა იანის ადეტოკუნბომ შეიტანა, რეგულარულ სეზონში საშუალოდ 31 ქულას რომ აგროვებდა.
ზაზა ფაჩულიასთვის „ბაქზი“ ყველაზე შინაური გუნდია „ატლანტა ჰოუქსის“ შემდეგ. ქართველმა ცენტრმა ვინსკონსინელთა რიგებში ჯერ 2004-05, შემდეგ კი 2013-15 წლებში ჯამურად სამი სეზონი გაატარა.
ობიექტურად, იანისი და „მილუოკი“ აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ „წააგე-წადი!“ სისტემას სიურპრიზები უყვარს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
