ვარსკვლავებს მხოლოდ ქულები და საჩემპიონო ბრილიანტები არ ქმნიან. ვარსკვლავს ქარიზმაც ქმნის, რომელიც არც ერთ ვალუტაში არ იზომება…
ლებრონ ჯეიმსს ლამის NBA-ში გამოჩენისთანავე ეძახა მედიამ, მეორე ჯორდანიაო. რაც მართალია, მართალია – ლებრონი თანამედროვეობის უდიადესია, მაგრამ სიტყვაძუნწ მაიკლთან ყველაფერში გატოლების სურვილს ხშირად უკუშედეგი მოაქვს.
ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს მაიკლ ჯორდანის მონაწილეობით გადაღებული ნახევრად მულტიპლიკაციური ფილმი „კოსმოსური ჯემი“. ჰოდა, მორიგი ძაღლის თავიც მანდ აღმოჩნდა დამარხული. „კოსმოსური ჯემი 2“ – მთავარი გმირი ამჯერად ლებრონია.
თუმცა, თავის დროზე მაიკლის პირადი თხოვნა საკმარისი აღმოჩნდა რომ ფილმში ჩარლზ ბარკლის და პატრიკ იუინგს მიეღოთ მონაწილეობა.
ლებრონი ვარსკვლავურ პარტნიორებს ეძებს და ვერავინ დაიყოლია. ექვსნულიანმა ჰონორარებმაც კი ვერავის შეაბა ეჟვანი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
