Breaking News

Day: February 8, 2019

ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირასო?

ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი შეჯიბრებაა, მაგრამ ვინაიდან ამქვეყნად სრულყოფილება არ არსებობს, უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია მისი გადასხვაფერების ვარიანტებზე ფიქრობენ. ამ ეტაპზე გეგმაშია 2021 წლიდან ლიგის თამაშების შაბათ-კვირას ჩატარება. ზემოთ ნახსენებ ორ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს შეჯიბრებას გააძლიერებს როგორც სპორტული, ასევე კომერციული კუთხით. თავისთავად იდეა ახალი არ გახლავთ. მას უკვე წლებია…

Read more

ფეხბურთის მონტე-კრისტოები

ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე…

Read more

თანამსაჯი საშოპინგოდ გაუშვეს

„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში. უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი…

Read more

დადასტურდა

დადასტურდა: ნეშტი, რომელიც ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან ამოასვენეს ემილიანო სალას ეკუთვნის. პილოტ დევიდ იბოტსონის სხეული დაკარგულია. საფეხბურთო სამყარო 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს გლოვობს. შეგახსენებთ, რომ ის იანვარში ფრანგული „ნანტიდან” პრემიერლიგის „კარდიფ სიტიში” გადავიდა და პატარა ტურისტული თვითმფრინავით სწორედ ახალი კლუბისკენ მიემგზავრებოდა. მთელი მსოფლიოს ფეხბურთელებმა, მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ბენჟამენ…

Read more