ავსტრალიის დიდი სლემის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი კვირა დაისვენა და სოფიის ATP-250 კატეგორიის ტურნირში ჩაება, რომელიც 4-10 თებერვალს გაიმართება.
მონაწილეთა შემადგენლობა კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი და წესით, ნიკა მე-4 ნომრად უნდა ყოფილიყო განთესილი, მაგრამ ავსტრალიის მეოთხედფინალისტმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა რეიტინგში გადაასწრო და განთესილთა შორისაც ის მოხვდა. თუ გაინტერესებთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, მოგახსენებთ, რომ 4 განთესილი ტურნირში პირდპირ მერვედფინალიდან ჩაებმება, თუმც ბასილაშვილს მეხუთეობამ ტურნირზე ერთი შეღავათი მაინც მისცა:
პირველ წრეში ჩვენიანი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ გამარჯვებულს ხვდება. მეორე წრეში მისი მეტოქე ბოსნიელ მირზა ბაშიჩსა და სლოვაკ მარტინ კლიჯანს შორის გამარჯვებული იქნება.
განთესილებთან პირველი შეხვედრა ნიკას მხოლოდ მეოთხედფინალში მოუწევს, იცის მაშინ თუ ტურნირის მესამე ნომერმა რუსმა დანილ მედვედევმაც დაუბრკოლებლად გაიარა წინა ბარიერი.
ნიკას პირველი მეტოქის ვინაობა და მატჩის გამართვის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 აშშ დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 90 ათასზე ცოტა მეტი ერგება.
ბასილაშვილი სოფიაში წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს და პირველ წრეში ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან ერთად დონსკოი-ლაზაროვის ბულგარულ წყვილს დაუპირისპირდება. მასპინძლები ტურნირზე „უაილდ ქარდით“ არიან დაშვებულნი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?