… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14,...
ტოჩის ქართული კადობანი?
კიუსიუზე მიმდინარე წლის დამაგვირგვინებელ ბაშოს ორი ფავორიტი დაწყებამდევე გამოაკლდა. იოკოძუნებიდან მესამემ ოთხი დღე იჯახირა და ისიც ტრავმის მიზეზით დაემშვიდობა კუნძულს. ასეთ ვითარებაში ოძეკი ტოჩინოშინი ერთ-ერთ კი არა, ლამის უპირველეს ფავორიტად შეირაცხა. სწორედ მოჭარბებულმა ყურადღებამ გაუწია ქართველ გოლიათს დათვური სამსახური. სუმოს ელიტაში უკვე ყველამ იცის, ქართველი თუ მავაშიმდე მიუშვი, იოკოძუნასაც გაიტანს. ჰოდა, კონტრტაქტიკის შერჩევაც დაიწყეს. შედეგი?...
ლაშა ტალახაძის სახელობის ჩიხი
უცნაურია ადამიანის ბუნება. სულ მინდოდა, ქართულ სპორტში გვყოლოდა ერთი ისეთი ფიგურა, მთელი კარიერის მანძილზე რომ მოსრავდა ყველას და ყველაფერს… განა ეგეთები არ გვყოლია?! ლევან თედიაშვილის ბიოგრაფია, ორად ორი მარცხით ლეგენდად შემორჩა არა მხოლოდ ქართულ საჭიდაო სამყაროს. ვიქტორ სანეევმა სამი ოლიმპიადა ხომ იფრინა და მეოთხეზე, სპორტსმენის კვალობაზე ლამის უკვე პენსიონერმა, სულ ბოლო ცდით ოლიმპიური ვერცხლი გამოღლიტა...
აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. „ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის...
სტარიჯის კუზენის ფსონი და ნათესაური კონფლიქტი
დენიელ სტარიჯის ახლო ნათესავი 10 000 გირვანქიან ფსონს ჩავიდა, რომ ფეხბურთელი „ლივერპულს” დატოვებდა და „ინტერში” გადავიდოდა. ეს ამბავი წლეულს, 17 იანვარს მოხდა, როდესაც სტარიჯის სატრანსფერო მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არანაირი ცნობა არ არსებობდა. ფეხბურთელი მართლა „ინტერში” რომ გადასულიყო, კუზენი (ბიძაშვილი, მამიდაშვილი ან დეიდაშვილი) 27 000 გირვანქას მოიგებდა. დღეს ეს ეგრეთწოდებული ოჯახური ნიძლავი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში წამოწყებული...




