საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • რაღაც ფეხბურთის ჩამიჩუმი არ ისმის.
  • მეტი რა გინდა? ევროთასები გახურდა.
  • ეგ თუ გახურებაა და… შენ როგორ ფიქრობ, უეფას თასს ვინ მოიგებს?
  • “ინტერი”.
  • “ინტერი” ლიგაზე არ თამაშობს?
  • მაშინ ის, ვინც “ინტერს” გავს.
  • და ლიგას?
  • ლიგასაც “ინტერი”.
  • თასების თასსაც “ინტერი”?
  • ეგ რომელი თასია?
  • აი, პატარა…
  • ოო, აბა, ეგ რა თასია? მაგას ლაითურის “გიგანტიც” კი მოიგებს.
  • ტყუილი არ თქვა. “კაიზერსლაუტერნი” რას მოიგებს?
  • ფულს. ახლა ხომ ფულის მოსაგებად თამაშობენ და არა თასის.
  • ვერ გავიგე, შენი საყვარელი გუნდი რომელია?
  • ის, რომელიც “ვლაჟნიას” უეფას სანქციის გარეშე გააგდებს.
  • არსებობს ქვეყნად ეგეთი გუნდი?
  • იარსებებს, თუ ფეხბურთელებს იყიდი.
  • ფეხბურთელი ძვირია.
  • იაფი კიტრია და პომიდორი და მაშინ ეგენი დაალაგე ბალახზე.
  • “ალანია” გაგიგონია?
  • ნეტავ სულ არ გამეგონა.
  • რატომ?
  • რაღა რატომ? მაგათი წყალობითაა, რომ “ვლაჟნიასთან” უეფას დახმარება გვჭირდება.
  • ახლა შენ რა გინდა, კარჩაკეტილად ვიყოთ?
  • არა, მე მინდა, რომ “არსენალი” “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” იყიდოს.
  • ამით რა გამოვა?
  • ამით ის გამოვა, რომ ერთდროულად ორი ქვეყნის ჩემპიონი გვეყოლება – იგგლისისა და საქართველოსი და ჩემპიონთა ლიგაშიც “ვლაჟნიას” დახმარების გარეშე გავალთ.
  • ძალიან ცუდად ლაპარაკობ. შენ არ იცი, რომ ჩვენ თანდათან ვუმატებთ?
  • მე ის ვიცი, შუკერს რომ თანდათან მოემატებინა, ახლა “ვლაჟნიაში” ითამაშებდა.
  • ბოროტი კაცი ხარ, განა შეგვიძლია ამდენი?
  • რა ამდენი. თამაში? გეუბნები – მაშინ პომიდორი დაალაგე მოედანზე.
  • ჩვენ კი არა, “გლაზგო რეინჯერსმა” ვერ დაძლია დღევანდელი ფეხბურთი.
  • კიდევ ვინ ვერ დაძლია?
  • იაპონიამ, მაგალითად, კორეამ.
  • სამაგიეროდ მაგათ კომპიუტერები აქვთ.
  • კომპიუტერი და ფეხბურთი რა შუაშია?
  • აი, იმიტომაც გეხმარება უეფას “ვლაჟნიას” გაგდებაში, რომ არ იცი რა შუაშია.
  • და გაზა?
  • რა გაზა.
  • გაზას აქვს კომპიუტერი?
  • სათამაშო მაინც ექნება.
  • ფეხბურთს ვეღარ თამაშობს და რა შავ ქვად უნდა?
  • მოიცა, რას ვერ თამაშობს?
  • ფეხბურთს.
  • შენ გინდა თქვა, რომ შენ და “ვლაჟნია” ფეხბურთს თამაშობთ და გაზა ვერა?
  • მე ეგ არ მითქვამს.
  • აბა?
  • გაზა-მეთქი.
  • რა გაზა?
  • უფრო სწორად “ვლაჟნია” მეთქი.
  • რა “ვლაჟნია”?
  • “ვლაჟნიას” ხომ ვუგებთ?
  • ყოჩაღ.
  • და გაზა ვიღას უგებს?
  • და გაზა ხომ “ვლაჟნიას” არ ეთამაშება?

25.07.1998