ოთხშაბათს პიონგჩანგში ქარი ქროდა და ოლიმპიელებს დგომელა სრიალის ხალისს აცლიდა, ხოლო ბიათლონში საერთოდაც, ქარი – სპორტსმენის მტერია, რადგან ტყვიებს სიზუსტეს აცლის. ზოგიერთი შეჯიბრი სულაც გადაიდო, ამიტომ დღევანდელ მიმოხილვაში მთავარ მახვილებს ჯდომელა და წოლელა სასრიალო სპორტის სახეობებზე დავსვამთ. ჯერ ორგანიზაციულზე – ზამთრის სპორტის მოყვარული დამაჯერებლად ახსნის, თხილამურობასა და სამთოთხილამურობას ერთი ორგანიზაცია რად მართავს (FIS –...
საქართველო: გვინეა ბისაუ წინ, მავრიტანია – უკან
ფიფამ და კოკა-კოლამ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნეს. გაოცდებით და საქართველოს ნაკრებმა კარგახნიანი პაუზის შემდეგ ასეულში შეაბიჯა. ჩვენმა ნაკრებმა წინა რეიტინგის 322 ქულას კიდევ 13 წაუმატა, ახლა 335 აქვს, რაც 4 საფეხურით დასაწინაურებლად და ზუსტად მე-100 ადგილზე გადასანაცვლებლად აღმოჩნდა საკმარისი. სიმართლე ითქვას, მთლად სახარბიელო კამპანიაში არც ახლა ვართ: ჩვენს წინ გვინეა ბისაუ, გაბონი, ფარერები და ლიბია...
ფუი, ეშმაკს!
ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...
ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს ლევან კობიაშვილისგან, მომავალი პრეზიდენტისგან, რომ სამართლიანობა აღგებოდა – კლუბში ხომ მიიჩნევენ, რომ მათი ერთადერთი დანაშაული...
ჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია
17 წლის რეჩმონდ ჯერარდმა აშშ-ს სამხრეთ კორეაში პირველი ოქრო კი მოუტანა, მაგრამ მისი გამოსვლა ბეწვზე ეკიდა. შეჯიბრის წინა ღამეს რეჩმონდი, თურმე, გათენებამდე საყვარელ სერიალს – „ბრუკლინი 9-9“ უყურებდა და დილით ადუღებულმა სმარტფონმაც ვერ გააღვიძა. ბოლოს, დაბნეულმა და ნამძინარევმა, სასწრაფოდ ნათხოვარი ქურთუკით დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ისეთი ფანტასტიური სნოუბორდ-შოუ დადგა, არბიტრებს არჩევანი არ დაუტოვა. „არ მესმის...
წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო
გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო. შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის საყვარელ თუ, ნაცნობ სახეობას ეძებ, გთხოვ, გადართე ფეხბურთზე, მითუმეტეს, რომ ამის საშუალება უკვე გაქვს. დაიწყო...





